გუშინ რაგბი ევროპა ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, მატჩთა უმეტესი ნაწილი კი, დღესაა დანიშნული.
მესამე ჯგუფში “ნიუპორტი” რუმინული კლუბების ნაკრებს - “ბუქარესტი მგლებს” უელსში დაუხვდა და 4-ათასამდე მაყურებლის წინაშე 69:17 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო კვაჭი ოთარ ტურაშვილი და 66-ეზე შეცვალეს. მასპინძლებმა 11 ლელო გაიტანეს, რაღა თქმა უნდა პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და პირველ ადგილზე აღზევდნენ. რუმინელებმა მეტოქეს სამი საპასუხო ლელო გაუტანეს, რაც მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
მეოთხე ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ავსტრალიელი ტიმ ლეინის “ლიონმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 37:28 დაამარცხა და ერთი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო. მიუხედავად მარცხისა, “ბორდო” ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ჯგუფური ეტაპის კიდევ 6 თამაში დღეს, ხოლო ერთი ხვალ გაიმართება. ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” სტუმრად “ექსეტერს” ეთამაშება და ქართველი ლეგიონერი თადარიგშია. გოდერძი შველიძის, კარლენ ასიეშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივი” ასევე სტუმრად “ოიონაქსს” შეხვდება. ფეიქრიშვილი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, ასიეშვილი თადარიგშია, ხოლო შველიძე ისვენებს. გიორგი ჟღენტის გარეშე უმასპინძლებს “ბაიონი” ირლანდიურ “კონახტს”. “კონახტის” თადარიგშია 20 წლის ბურჯი საბა მეუნარგია, რომელიც საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ირლანდიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა.
ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი
IV ტური. 11-14 დეკემბერი
I ჯგუფი
13 დეკემბერი
როვიგო (იტალია) - გრენობლი (საფრანგეთი)
ლონდონ აირიში (ინგლისი) - კარდიფი (უელსი)
1. | კარდიფი | 3 | 3 | 0 | 0 | 94:46 | 15 | |
2. | ლონდონ აირიში | 3 | 2 | 0 | 1 | 109:53 | 10 | |
3. | გრენობლი | 3 | 1 | 0 | 2 | 97:72 | 5 | |
4. | როვიგო | 3 | 0 | 0 | 3 | 42:171 | 0 |
II ჯგუფი
13 დეკემბერი
ექსეტერი (ინგლისი) - ლა როშელი (საფრანგეთი)
ბაიონი (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია)
1. | ექსეტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 93:53 | 11 | |
2. | კონახტი | 3 | 2 | 0 | 1 | 103:64 | 10 | |
3. | ლა როშელი | 3 | 1 | 0 | 2 | 47:97 | 4 | |
4. | ბაიონი | 3 | 1 | 0 | 2 | 62:91 | 4 |
III ჯგუფი
11 დეკემბერი
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 31:24
12 დეკემბერი
ნიუპორტი (უელსი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 69:17
1. | ნიუპორტი | 4 | 3 | 0 | 1 | 170:79 | 16 | |
2. | ნიუკასლი | 4 | 3 | 0 | 1 | 127:99 | 15 | |
3. | სტად ფრანსე | 4 | 2 | 0 | 2 | 89:101 | 10 | |
4. | ბუქარესტი | 4 | 0 | 0 | 4 | 55:162 | 1 |
IV ჯგუფი
12 დეკემბერი
ლიონი (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი) 37:28
14 დეკემბერი
ლონდონ უელში (ინგლისი) - ედინბურგი (შოტლანდია)
1. | ედინბურგი | 3 | 3 | 0 | 0 | 65:43 | 12 | |
2. | ბორდო | 4 | 2 | 0 | 2 | 130:101 | 11 | |
3. | ლიონი | 4 | 2 | 0 | 2 | 111:108 | 10 | |
4. | ლონდონ უელში | 3 | 0 | 0 | 3 | 51:105 | 0 |
V ტური
13 დეკემბერი
ძებრე (იტალია) - გლოსტერი (ინგლისი)
ოიონაქსი (საფრანგეთი) - ბრივი (საფრანგეთი)
1. | გლოსტერი | 3 | 3 | 0 | 0 | 115:25 | 14 | |
2. | ოიონაქსი | 3 | 2 | 0 | 1 | 78:71 | 8 | |
3. | ძებრე | 3 | 1 | 0 | 2 | 60:89 | 4 | |
4. | ბრივი | 3 | 0 | 0 | 3 | 43:111 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია