ამბები

16:22 | 12.12.2014 | ნანახია 1894 - ჯერ

პარიზელთა რევანში

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ევროპა რაგბის ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურში ინგლისური “ნიუკასლი” 31:24 დაამარცხა და ერთი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

თამაშს, რომლის ბედიც მასპინძელთა შერკინების კარგმა თამაშმა გადაწყვიტა, 8500 მაყურებელი დაესწრო. პარიზელებმა შეხვედრაში დანიშნული 14 შერკინებიდან 10 მოიგეს და ამაში უდიდესი წვლილი ქუბრიაშვილს მიუძღვის, რომელმაც პირველიდან 71-ე წუთამდე ითამაშა. თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო ჟვანია და ის კვაჭის პოზიციაზე გაისარჯა.

მატჩის პირველი ლელო ინგლისელებმა გაიტანეს, რაზეც “სტად ფრანსემ” 14 წუთში 3 ლელოთი უპასუხა და 17:7 დაწინაურდა. “ნიუკასლმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ პირველი ტაიმის დრო რომ ამოიწურა საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ამით მასპინძლებმა 4 ლელოსთვის განკუთვნილი პრემიალური ქულა ვადაზე ადრე მიითვალეს, მაგრამ მერე ლელო-გარდასახვა, ხოლო 61-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს და ანგარიში 24:24 გახდა. “სტად ფრანსემ” მოინდომა, 69-ეზე თავისი მეხუთე ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ მოგებით და 5 ქულის აღებით, პრაიზელებმა დასკვნითი ორი ტურის წინ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაიბრუნეს, თუმცა, შანსი უფრო თეორიულია, ვიდრე პრაქტიკული. ქუბრიაშვილი განვლილ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, 10-ჯერ შეუტია და 13 მეტრი იარა. დღეს, ამავე ჯგუფის მეორე მატჩში, “ბუქარესტი” უელსში “ნიუპორტს” ეთამაშება და რუმინული პასპორტის მქონე ქართველი კვაჭი ოთარ ტურაშვილი სასტარტო შემადგენლობაშია.

მე-4 ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” სტუმრად “ლიონს” შეხვდება და გამარჯვების, ან ფრის შემთხევაში, მინიმუმ 14 დეკემბრამდე პირველ ადგილზე აღზევდება. ქართველი ბურჯი განაცხადში არაა.

დღეს ერთი თამაში შედგება რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასზეც და IV ჯგუფის აუტსაიდერი, მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” ინგლისში “ბათს” დაუპირისპირდება. ქართველი ბურჯი ისვენებს, მის გუნდს კი, 6-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტის მიზერული შანსი აქვს.

ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი

IV ტური. 11-14 დეკემბერი

I ჯგუფი

13 დეკემბერი

როვიგო (იტალია) - გრენობლი (საფრანგეთი)

ლონდონ აირიში (ინგლისი) - კარდიფი (უელსი)

1 კარდიფი 3 3 0 0 94-46 14
2 ლონდონ აირიში 3 2 0 1 109-53 10
3 გრენობილი 3 1 0 2 97-72 5
4 როვიგო 3 0 0 3 42-171 0

II ჯგუფი

13 დეკემბერი

ექსეტერი (ინგლისი) - ლა როშელი (საფრანგეთი)

ბაიონი (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია)

1 ექსტერი 3 2 0 1 93-53 11
2 კონახტი 3 2 0 1 103-64 10
3 ლა როშელი 3 1 0 2 47-97 4
4 ბაიონი 3 1 0 2 62-91 4

III ჯგუფი

11 დეკემბერი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 31:24

12 დეკემბერი

ნიუპორტი (უელსი) - ბუქარესტი (რუმინეთი)

1 ნიუკასლი 4 3 0 1 127-99 15
2 ნიუპორტი 3 2 0 1 101-62 11
3 სტად ფრანსე 4 2 0 2 89-101 10
4 ბუქარესტი 3 0 0 3 38-93 1

IV ჯგუფი

12 დეკემბერი

ლიონი (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი)

14 დეკემბერი

ლონდონ უელში (ინგლისი) - ედინბურგი (შოტლანდია)

1 ედინბურგი 3 3 0 0 65-43 12
2 ბორდო 3 2 0 1 102-64 11
3 ლიონი 3 1 0 2 74-80 5
4 ლონდონ უელში 3 0 0 3 51-105 0

V ტური

13 დეკემბერი

ძებრე (იტალია) - გლოსტერი (ინგლისი)

ოიონაქსი (საფრანგეთი) - ბრივი (საფრანგეთი)

1 გლოსტერი 3 3 0 0 115-25 14
2 ოიონაქსი 3 2 0 1 78-71 8
3 ძებრე 3 1 0 2 60-89 4
4 ბრივი 3 0 0 3 43-111 1


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
2.012111