“ჩემპიონთა თასის” ჯგუფური ეტაპის ნახევარი მიილია და 5 ჯგუფიდან ოთხს ქართველი ლეგიონერების გუნდები ლიდერობენ.
პირველ ჯგუფში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, უშუალო კონკურენტი “მანსტერი” ირლანდიაში 16:9 დამარცხა. ფრანგებმა 16-ვე ქულა პირველ ნახევარში გააკეთეს, მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა და ამან მასპინძლებს პრემიალური ქულა მოუტანა. მიუხედავად ამისა, “კლერმონმა” მეტოქეს, რომელსაც ერთ კვირაში შინ მასპინძლობს, ერთი ქულით გადაასწრო და პირველ ადგილზეა. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ხოლო ზირაქაშვილმა ტრავმა მოიშუშა, მოედანს დაუბრუნდა და შეცვლაზე დასკვნითი 11 წუთი ითამაშა.
ამავე ჯგუფში შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსი” “სარასენსს” დაუხვდა, 15:19 დამარცხდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ქართველმა კვაჭმა შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა. “სეილი” 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
მოედანს კიდევ ერთი ტრავმამოშუშებული ქართველი ლეგიონერი დაუბრუნდა – მამუკა გორგოძე, რომლის “ტულონიც” ინგლისში “ლესტერთან” 21:25 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ტულონელები 9 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან და “ტაიგერსს” იმ 1 პრემიალური ქულით უსწრებენ, რომლის აღებაც განვლილ შეხვედრაში მოახერხეს. გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე განაცხადში ვერ მოხვდნენ.
მე-4 ჯგუფში ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ფრანგებმა ამჯერად “გლაზგო” 19:11 დაამარცხეს, ქართველმა ბურჯმა კი, პირველიდან 78-ე წუთამდე ითამაშა. ამავე ჯგუფში მოგების გარეშეა მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელსაც “ბათმა” საფრანგეთში 30:5 სძლია და ჯგუფში დარჩენა საბოლოოდ გაუფორმა. ნარიაშვილი განაცხადში არ იყო.
მე-5 ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ფრანგებმა ლელო-გარდასახვა საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე მიიღეს და უელსში “ოსპრეიზთან” ფრეს დასჯერდნენ - 19:19. პარიზულ კლუბს “ნორთჰემპტონის” დარად 10 ქულა აქვს და მას დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის. ქართველი ბურჯი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.
ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი. 2014/2015 წლების სეზონი
III ტური. 6-7 დეკემბერი
I ჯგუფი
სეილი (ინგლისი) - სარასენსი (ინგლისი) 15:19 (10:11)
მანსტერი (ირლნდია) - კლერმონი (საფრანგეთი) 9:16 (6:16)
1 | კლერმონი | 3 | 2 | 0 | 1 | 74-42 | 10 |
2 | მანსტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 50-45 | 9 |
3 | სარასენსი | 3 | 2 | 0 | 1 | 52-52 | 9 |
4 | სეილი | 3 | 0 | 0 | 3 | 44-81 | 2 |
მომდევნო ტური. 13-14 დეკემბერი
სარასენსი - სეილი; კლერმონი - მანსტერი
II ტური
კასტრი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) 17:32
ჰარლექუინსი (ინგლისი) - ლენსთერი (ირლანდია) 24:18
1 | ჰარლექუინსი | 3 | 3 | 0 | 0 | 72-43 | 12 |
2 | ლენსთერი | 3 | 2 | 0 | 1 | 64-60 | 9 |
3 | უოსპსი | 3 | 1 | 0 | 2 | 68-65 | 7 |
4 | კასტრი | 3 | 0 | 0 | 3 | 42-78 | 1 |
მომდევნო ტური. 13-14 დეკემბერი
ლენსთერი - ჰარლექუინსი; უოსპსი - კასტრი
III ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - სკარლეტსი (უელსი) 24:9
ლესტერი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 25:21 (13:13)
1 | ტულონი | 3 | 2 | 0 | 1 | 72-56 | 9 |
2 | ლესტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 53-54 | 8 |
3 | ოლსტერი | 3 | 1 | 0 | 2 | 55-57 | 6 |
4 | სკარლეტსი | 3 | 1 | 0 | 2 | 42-55 | 4 |
მომდევნო ტური. 13-14 დეკემბერი
ტულონი - ლესტერი; სკარლეტსი - ოლსტერი
IV ჯგუფი
მონპელიე (საფრანგეთი) - ბათი (ინგლისი) 5:30 (0:23)
ტულუზა (საფრანგეთი) - გლაზგო (შოტლანდია) 19:11 (9:3)
1 | ტულუზა | 3 | 3 | 0 | 0 | 70-53 | 12 |
2 | გლაზგო | 3 | 2 | 0 | 1 | 63-42 | 9 |
3 | ბათი | 3 | 1 | 0 | 2 | 59-63 | 5 |
4 | მონპელიე | 3 | 0 | 0 | 3 | 41-75 | 2 |
მომდევნო ტური. 12-13 დეკემბერი
ბათი - მონპელიე; გლაზგო - ტულუზა
V ჯგუფი
ბენეტონი (იტალია) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 15:38
ოსპრეიზი (უელსი) - რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 19:19 (6:16)
1 | რასინგ მეტრო | 3 | 2 | 1 | 0 | 65-40 | 10 |
2 | ნორთჰემპტომი | 3 | 2 | 0 | 1 | 83-41 | 10 |
3 | ოსპრეიზი | 3 | 1 | 1 | 1 | 67-60 | 7 |
4 | ბენეტონი | 3 | 0 | 0 | 3 | 32-106 | 0 |
მომდევნო ტური. 13 დეკემბერი
ნორთჰემპტონი - ბენეტონი; რასინგ მეტრო - ოსპრეიზი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია