ამბები

18:18 | 5.12.2014 | ნანახია 1752 - ჯერ

7-კაცას პოლონეთმაც აჯობა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

“სამურაი ინტერნაციონალთან” 0:20 და ბრიტანულ კლუბ “ზე როიალსთან” 7:21 მარცხის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდებს პოლონეთის დამარცხება ჭირდებოდათ, რათა ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრილიყვნენ და თასისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ, მაგრამ 10:15 დამარცხდნენ, ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩნენ და ხვალ თასი საქართველოს გარეშე გათამაშდება.

საქართველოს ნაკრები დუბაის ტურნირზე: 1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია), 4 სოსო მათიაშვილი (აკადემია), 5 დავით გულიტაშვილი (ხარები), 6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), 7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი), 9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), 10 ბექა ბებიაშვილი (ხარები), 11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 12 გიორგი ფრუიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი, ნონო ანდღულაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091635