ამბები

14:56 | 5.12.2014 | ნანახია 1525 - ჯერ

7-კაცას მეორე მარცხი

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა და იმისათვის, რომ მეოთხედფინალში ორიდან ერთი საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდეს, დასკვნით ტურში პოლონეთის ნაკრები რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს.

პირველი მატჩში სხვადასხვა ქვეყნის მირაგბეებისგან სპეციალურად ამ ტურნირსთვის შექმნილი “სამურაი ინტერნაციონალთან” 0:20 მარცხის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდები ბრიტანულ კლუბ “ზე როიალსს” დაუპირისპირდნენ და ტურნირის პირველი ლელო გაიტანეს, მაგრამ თავად სამი გაუშვეს - 7:21. საქართველოს ნაკრები პოლონეთს, რომელიც “ზე როიალსთან” 5:43, ხოლო “სამურაისთან” 12:33 დამარცხდა, თბილისის დროით 17:40 საათზე ეთამაშება.

საქართველოს ნაკრები დუბაის ტურნირზე: 1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია), 4 სოსო მათიაშვილი (აკადემია), 5 დავით გულიტაშვილი (ხარები), 6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), 7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი), 9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), 10 ბექა ბებიაშვილი (ხარები), 11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 12 გიორგი ფრუიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი, ნონო ანდღულაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084099