ევროპის რანგით მეორე “ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურის პირველ მატჩში ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” ინგლისის “ექსეტერთან” 10:36 დამარცხდა და პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა.
საფრანგეთში გამართულ შეხვედრას 10864 მაყურებელი დაესწრო და დებიუტში მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ქულების აღება ვერ მოახერხეს. პირიქით, ანგარიში ჯარიმით სტუმრებმა გახსნეს, მერე მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, სამი წუთის ინტერვალში ორი ლელო გაიტანეს და 17:0 დაწინაურდნენ. შესვენებამდე ფრანგებმა ერთი ლელო გაქვითეს და გარდასახვა გამოიყენეს, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში ჯარიმით ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანეს, თუმცა...
ამის შემდეგ “ექსეტერმა” “ლა როშელს” გამოცდილებით აჯობა, ინიციატივას დაეუფლა და ჯერ ჯარიმებით გაზარდა უპირატესობა, ხოლო დასკვნით 6 წუთში კაცნაკლულ მასპინძლებს კიდევ ორი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ფრანგები კაცნაკლულნი, ქართველი ბურჯის, ლექსო ყაულაშვილის სინბინის გამო დარჩნენ, ის თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, 72-ეზე კი, ყვითელი ბარათი მიიღო.
დღეს “ჩელენჯ ქაფზე” ქართველი ლეგიონერების კიდევ ორი გუნდი ითამაშებს. გოდერძი შველიძის, კარლენ ასიეშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივი” “ოიონაქსს” მასპინძლობს. 23-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი ქართველი ბურჯია და ფეიქრიშვილს, რომელმაც სეზონის დაწყებამდე ოპერაცია გაიკეთა, უგუნდოდ დარჩა და ბრიველებს ახლახანს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა, ახალ გუნდში დებიუტი ექნება. ის სათადარიგოთა შორისაა.
დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ინგლისში ჯგუფის ლიდერ “ნიუკასლს” ეთამაშება. ქუბრიაშვილი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, ხოლო ჟვანია თადარიგშია.
ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი
III ტური. 4-7 დეკემბერი
I ჯგუფი
5 დეკემბერი
გრენობლი (საფრანგეთი) - როვიგო (იტალია)
6 დეკემბერი
კარდიფი (უელსი) - ლონდონ აირიში (ინგლისი)
1 | კარდიფი | 2 | 2 | 0 | 0 | 70-32 | 10 |
2 | ლონდონ აირიში | 2 | 2 | 0 | 0 | 95-29 | 9 |
3 | გრენობილი | 2 | 0 | 0 | 2 | 29-62 | 0 |
4 | როვიგო | 2 | 0 | 0 | 2 | 32-103 | 0 |
II ჯგუფი
4 დეკემბერი
ლა როშელი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 10:36 (7:17)
6 დეკემბერი
კონახტი (ირლანდია) - ბაიონი (საფრანგეთი)
1 | ექსტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 93-53 | 11 |
2 | კონახტი | 2 | 1 | 0 | 1 | 61-45 | 5 |
3 | ბაიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 43-49 | 4 |
4 | ლა როშელი | 3 | 1 | 0 | 2 | 47-97 | 4 |
III ჯგუფი
5 დეკემბერი
ნიუკასლი (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი)
6 დეკემბერი
ბუქარესტი (რუმინეთი) - ნიუპორტი (უელსი)
1 | ნიუკასლი | 2 | 2 | 0 | 0 | 73-45 | 9 |
2 | ნიუპორტი | 2 | 1 | 0 | 1 | 64-52 | 6 |
3 | სტად ფრანსე | 2 | 1 | 0 | 1 | 35-47 | 4 |
4 | ბუქარესტი | 2 | 0 | 0 | 2 | 28-56 | 1 |
IV ჯგუფი
6 დეკემბერი
ბორდო (საფრანგეთი) - ლიონი (საფრანგეთი)
7 დეკემბერი
ედინბურგი (შოტლანდია) - ლონდონ უელში (ინგლისი)
1 | ედინბურგი | 2 | 2 | 0 | 0 | 40-30 | 8 |
2 | ბორდო | 2 | 1 | 0 | 1 | 65-35 | 6 |
3 | ლიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 45-43 | 4 |
4 | ლონდონ უელში | 2 | 0 | 0 | 2 | 38-80 | 0 |
V ტური
5 დეკემბერი
ბრივი (საფრანგეთი) - ოიონაქსი (საფრანგეთი)
7 დეკემბერი
გლოსტერი (ინგლისი) - ძებრე (იტალია)
1 | გლოსტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 80-15 | 9 |
2 | ოიონაქსი | 2 | 1 | 0 | 1 | 48-49 | 4 |
3 | ძებრე | 2 | 1 | 0 | 1 | 50-54 | 4 |
4 | ბრივი | 2 | 0 | 0 | 2 | 21-81 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია