ამბები

21:28 | 4.12.2014 | ნანახია 1253 - ჯერ

7-ქალას ოთხი მარცხი

დუბაიში მიმდინარე რაგბი 7-ის საერთაშორისო ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ქართველ გოგონათა ნაკრებმა 4 თამაში ჩაატარა და ოთხივეში უშანსოდ დამარცხდა.

ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ 5-5 გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. ირლანდიასთან 0:48 და უელსთან 7:43 მარცხის შემდეგ, ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა კენიას ერთი ლელო გაუტანეს, მაგრამ თავად 5 გაუშვეს და 5:25 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა მოსკოვის რეგიონის გოგონათა გუნდთან გამართა და 0:38 დამარცხდა. ამრიგად, ხვალ 7-ქალა მხოლოდ ერთ თამაშს ჩაატარებს და ბოლოსწინა მე-9 ადგილს სამხრეთ აფრიკულ Tuks Ladies Sevens-ს შეეცილება.

საქართველოს 7-ქალა დუბაის ტურნირზე: 1. ანა პოღოსიანი, 2. ქრისტინე გვაზავა, 3. ბელა გოგსაძე, 4. ანა ანდღულაძე, 5. ნინო ელოშვილი, 6. ნათია ცინცქილაძე, 7. სალომე საღარაძე, 8. ნათია გიორგაძე, 9. სალომე მაკასარაშვილი, 10. ანა კვაჭაძე, 11. ქეთევან მოდებაძე, 12. მარეხ მაისურაძე.

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე - მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა - მენეჯერი.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქმეში ჩაერთვება საქართველოს 7-კაცა ნაკრები, რომელიც დუბაიში მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობითაა წარმოდგენილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079444