დუბაიში მიმდინარე რაგბი 7-ის საერთაშორისო ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქმეში გოგონები ჩაერთვენებ და საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი უკვე გამართა.
გოგონათა ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ 5-5 გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ისვენებდა, ირლანდიის ნაკრები მოსკოვის რეგიონის გუნდს დაუზავდა - 12:12, ხოლო მეორე მატჩში უელსის ნაკრებმა კენია 24:12 დაამარცხა. მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას ეთამაშა უშანსოდ დამარცხდა - 0:48, უელსმა კი მოსკოვის რეგიონის გუნდთან 7:24 წააგო.
მესამე ტურში ქართული 7-ქალა უელსელ ქალებს ეთამაშა და მართალია ტურნირზე თავისი პირველი ლელო გაიტანა, მაგრამ გამარჯვების შანსი არც ამჯერად ჰქონია – 7:43. მოსკოველებმა კენიელები 28:7 დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრას ჯაბა მალაღურაძის შეგირდები აფრიკელებთან გამართავენ, ხოლო დღის ბოლო მატჩში მოსკოვის რეგიონს დაუპრისპირდებიან.
საქართველოს 7-ქალა დუბაის ტურნირზე: 1. ანა პოღოსიანი, 2. ქრისტინე გვაზავა, 3. ბელა გოგსაძე, 4. ანა ანდღულაძე, 5. ნინო ელოშვილი, 6. ნათია ცინცქილაძე, 7. სალომე საღარაძე, 8. ნათია გიორგაძე, 9. სალომე მაკასარაშვილი, 10. ანა კვაჭაძე, 11. ქეთევან მოდებაძე, 12. მარეხ მაისურაძე.
სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე - მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა - მენეჯერი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია