სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ჟან დე ვილერსის მონაწილეობა 2015 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისში გაიმართება, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
33 წლის მორაგბემ მუხლის სახსარი შაბათს, უელსთან მატჩში დაიზიანა და მოედანი საკაცით დატოვა. სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვეტერანი სპორტსმენი ქირურგიულ ჩარევას ვერ გადაურჩება, რის შემდეგაც აღდგენით პროცესს მინიმუმ 8 თვე დაჭირდება, მსოფლიო თასის დაწყებამდე კი, 9 თვეა დარჩენილი.
დე ვილერსმა, რომლის ანგარიშზეც 106 კეპი და 27 ლელოა, 2003 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გამოტოვა, 2007 წელს პირველსავე მატჩში დაშავდა, ხოლო 2011 წელს სამხრეთ აფრიკა გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია