ამბები

16:58 | 1.12.2014 | ნანახია 1659 - ჯერ

სუთიაშვილის ლელო და ყუფარაძის სინბინი

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მეათე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მასის” მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა მიმდინარე სეზონის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო პირველხაზელი ელიზბარ ყუფარა ყვითელი ბარათით დაისაჯა.

ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” სტუმრად კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბისთან” 7:26 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მირცხულავა იყო და მოედანზე 1 საათი გაატარა, ხოლო ნემსაძე შეცვლაზე ასევე მე-60-ე წუთზე შევიდა. სტუმართა შორის სუთიაშვილი სრულად გაისარჯა, ხოლო პირველხაზელი აშვეთია ყუფარაძემ 48-ე წუთზე შეცვალა. ერთ წუთში ის რეფერიმ სინბინით დასაჯა, ხოლო სუთიაშვილმა ლელო ბოლოსწინა წუთზე გაიტანა და მეტოქეს პრემიალური ქულის აღება არ დაანება. შედეგად, “მასიმ” 24 ქულით მე-11 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო “ტარბი” 23 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

გიორგი ნაცარაშვილის “პომ” “მონტობანი” სტუმრად 24:22 დაამარცხა, 48 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებს. ნაცარაშვილმა შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა, 76-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა და 3 წუთში თამაშში დაბრუნდა. მეორე ადგილზე ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანია”, რომელმაც ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” 26:17 დაამარცხა. რატიანიძემ შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა, სტუმართა შორის მეორეხაზელი მაისურაძე სრულად გაისარჯა, ხოლო შეყლაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს. “მონ-დე-მარსანის” დარად 35 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა “ალბი”.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკს” დაუზავდა - 15:15. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ დათუნაშვილი იყო და სრულად გაისარჯა. ორივე გუნდს 32-32 ქულა აქვს და მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.

31 ქულით მეშვიდეა ლაშა ლომიძის “ბეზიე”, რომელმაც “კარკასონი” 16:12 დაამარცხა. ქართველი მესამეხაზელი შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა, მასპინძლებმა ამის შემდეგ შეძლეს თამაშსი გარდატეხის შეტანა და 73-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 4 ქულა მოიპოვეს. თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” “დაქსი” 22:17 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ თეთრაშვილი იყო და მან პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა. “აჟენი” 29 ქულით მე-10 ადგილზეა. გადაიდო ასტამურ იოსელიანის “ნარბონისა” და “ბიარიცის” შეხვედრა. “ნარბონი” 21 ქულით მე-14 პოზიციაზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086864