ბორჯღალოსნები

16:23 | 23.02.2016 | ნანახია 967 - ჯერ

ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში

25 თებერვალს (ხუთშაბათს), რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩამდე (საქართველო -ესპანეთი , 27 თებერვალი, 17:00, მიხეილ მესხის სტადიონი) ბორჯღალოსნები ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავენ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე. ვარჯიში 16:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებისთვის და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის დასწრება თავისუფალია.

ჟურნალისტების საყურადღებოდ:

ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15წუთის განმავლობაში, რის შემდეგ მედია საშუალებებისწარმომადგენლებს მოეთხოვებათ გადაღების შეწყვეტა. სინქრონების ჩაწერის შესაძლებლობა ჟურნალისტებს ვარჯიში დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეეძლებათ.

გულშემატკივრების საყურადღებოდ:

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბილეთები 18 თებერვლიდან ონლაინ იყიდება ვებგვერდზე TKT.GE/RUGBY.

22 თებერვლიდან ბილეთები უკვე სტადიონის სალაროებში იყიდება. ფასი 3 და 5 ლარი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083524