ამბები

17:57 | 23.11.2014 | ნანახია 709 - ჯერ

საქართველო – იაპონია 17:10 HT

საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 17:10 ამარცხებს იაპონიას მიხეილ მესხის სტადიონზე.

ქართველების შერკინება ჯერჯერობით ჩაგრავს მეტოქისას, რისი შედეგიც იყო პირველი ორი ლელო – შალვა მამუკაშვილისა და ლაშა ლომიძის. მერაბ კვირიკაშვილმა ერთი გარდასახა და ანგარიში 12:0 გახდა.

ამის შემდეგ მეტოქემ საჯარიმოთი და გარდასახული ლელოთი სხვაობა შეამცირა – 10:12, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე, ხუთმეტრიანი შერკინების შემდეგ დაწყებული შეტევა მერაბ კვირიკაშვილმა დააგვირგვინა მესამე ლელოთი – 17:10 შესვენებაზე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081949