ერთა თასი

13:14 | 23.02.2016 | ნანახია 2457 - ჯერ

ახალი სისხლი “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ

ესპანური პრესის ცნობით, „ლომები“ თბილისს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ეწვევიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ და მეორე ტურში, ესპანელებმა დიდი ბრძოლები გაუმართეს რუსეთს და რუმინეთს, მაგრამ სოჭში 20:22 და მადრიდში 18:21 დამარცხდნენ. 27 თებერვალს იბერიელები თბილისს ეწვევიან და როგორც ირკვევა, სანტიაგო სანტოსმა გაფართოებულ შემადგენლობაში რუმინეთთან მატჩის შემდეგ 16, ხოლო რუსეთთან ჯახთან შედარებით 12 ცვლილება განახორციელა.

შესაძლოა, გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები კიდე მოხდეს და გუნდს პაბლო ხილი, დანიელ სტორი, რაფაელ დე სანტიაგო და ოიერ გოია დაემატნონ.

ესპანელებს კარგად ახსოვთ შარშან მადრიდში განცდილი მარცხი (13:26) და ირწმუნებიან, რომ საქართველოში რევანშის წყურვილით მოდიან. თუმცა, ისინი რეალობის განცდასაც არ კარგავენ და ამბობენ, რომ შესაძლოა ერთა თასის დაუმარცხებელი გუნდი ვერ წავაქციოთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ერთ ბონუს ქულას მაინც გამოვრჩებითო.

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087543