“ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაბრუნდნენ, სადაც იაპონიასთან თამაშისთვის მზადებას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო მატჩს კვირას გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 23 ნოემბერს, გიორგობას 17:00 საათზე დაიყება.
მატჩის ბილეთები ორშაბათიდან მესხის სტადიონზე (ყოველდღიურად 11 საათიდან 19 საათამადე) იყიდება და მათი ფასი 3 და 5 ლარია.
დღეს, 19 ნოემბერს კი, “ბორჯღალოსნები” დუბლინიდან დაბრუნების შემდეგ, პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიში შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 16:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ქომაგებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლების შეეძლებათ.
ჟურნალისტების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშზე ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოება შესაძლებელი იქნება მისი დაწყებიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია