ამბები

11:28 | 23.02.2016 | ნანახია 1883 - ჯერ

კარპატელების გარჯა იტალიაში

ბოლო წლებში რუმინელი მორაგბეების წილი ფრანგულ კლუბებში განუხრელად მცირდება და „სტეჟარის“ უმეტესი ნაწილი უკვე შინაური ასპარეზიდანაა.

2015 წლის მსოფლიო თასზე რუმინეთი იტალიის მატჩის შემდეგ, ნახევარკუნძულზე „მუხების“ მიმართ ინტერესმა იმატა და მალევე რამდენიმე რუმინელი მორაგბე გადაბარგდა იტალიის გუნდებში.

გასულ უქმეებზე ევროპულ რაგბიში სანაკრებო პაუზა იყო და იტალიაშიც, მსგავსად სხვა ქვეყნებისა, ეროვნული ჩემპიონატის XI ტური გაიმართა.

ფლორიან ვლაიკუსა და ფლორიან სიურუჯუს გუნდი „კალვიზანო“ გამარჯვებას გამარჯვებაზე იპოვებს. ბოლო ტურში მათ რეგულარულ ჩემპიონატში მეშვიდე საფუხურზე მყოფი „სან დონა“ დაამარცხეს. რუმინელი ცხრა ნომერი უკვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და იტალიური მედიის შეფასებით, ბოლო ტურში შესანიშნავად ირჯებოდა. მისივე თანამემამულე ნელნელა იკიდებს ფეხს „კალვიზანოს“ ძირითადში.

დენის პერჯუს და მარიუს ბადალიკესკუს „ლ’აქუილამ“ გასვლაზე „პადოვასთან“ პირველ ტაიმში კი იგებდა, მაგრამ საბოლოოდ დამრცხდნენ. რუმინელი მორაგბეებიდან დენისი ძირითადში ირჯებოდა, მარიუსი კი შეცვლაზე შევიდა. განაცხადში არ იყვნენ მარიუს სირბე და პეტრუ ტამბა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

1.

კალვიზანო

11

10

0

1

305:140

44

2.

როვიგო

11

9

0

2

347:155

41

3.

პადოვა

11

8

0

3

275:159

37

4.

მოლიანო

11

9

0

2

263:177

34

5.

ვიადანა

11

5

1

5

244:225

25

6.

ფიამე ორო

11

4

0

7

209:179

23

7.

სან დონა

11

4

1

6

202:269

19

8.

ლაციო

11

4

0

7

173:275

18

9.

პიაჩენცა

11

1

0

10

129:332

7

10.

ლ’აქუილა

11

0

0

11

159:395

3

ავტორი: გიორგი მერმანიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077296