2 მაისს, საქართველოს 15 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მიემგზავრება ევროპულ ტურნეში, რომლის ფარგლებშიც მოზარდი “ბორჯღალოსნები” ორ სხვადასხვა შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.
პირველი ტურნირი - სარაგბო ფესტივალი Give Me Rugby, გაიმართება 4-5 მაისს კორსიკაზე, სადაც ჩვენი ბიჭების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისის, ახალი ზელანდიის, საფრანგეთის სარაგბო აკადემიების შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები გუნდები და ფრანგული სარაგბო სკოლების კლუბები.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, 15 წლამდე “ბორჯღალოსნები” გაემგზავრებიან ლიონში, სადაც დაბა ვიენაში 11-12 მაისს ჩატარდება მოზარდ მორაგბეთა ტურნირი - A l ’ouverture 2013 2013. ჩვენი ბიჭების მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა გაირკევა ადგილზე, მას შემდეგ რაც გუნდები გადანაწილდებიან პულებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 15 წლამდე ნაკრებმა 2009 წელს მოიგო აღნიშნული ტურნირი, ხოლო 2011 წელს ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ქართული სარაგბო თემის სახელით ვუსურვებთ პატარა ბორჯღალოსნებს ტურნირებზე გამარჯვებას!
საქართველოს 15 წლამდე მორაგბეთა ნაკრები
ზვიად ცუხიშვილი - მთავარი მწვრთნელი
გიორგი ენუქიძე - მწვრთნელი
გიორგი ნადარეიშვილი - ფიზ მომზადების მწვრთნელი
ია ხურცილავა - მენეჯერი
შემადგენლობა:
1. მამალაძე გიორგი
2. ლუკა დვალიშვილი
3. ირაკლი ოქროპირიძე
4. სანდრო სვანიძე
5.
6. გიორგი რუხაძე
7. ირაკლი ტრაპაიძე
8. სანდრო ნახუცრიშვილი
9. ირაკლი სარიშვილი
10. არდაშა დარბოევი
11.
12. სანდრო კალმახელიძე
13. რატი ნანსყანი
14. გიორგი თოთლაძე
15. დავით ივანოვი
16. მერაბ ცერცავძე
17. გიორგი კვირიკაშვილი
18. დავით კლდიაშვილი
19. არსენ მაჩალაძე
20. ზვიად ცუხიშვილი
21. გიორგი ენუქიძე
22. გიორგი ნადარეიშვილი
23. ია ხურცილავა
24. რევაზ ჭუმბურიძე
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია