რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) 2015 წლის მსოფლიო თასის წინასწარი განრიგი გამოაქვეყნა. მასში მითითებულია თარიღები, სტადიონები და წყვილები, მაგრამ არა – დროები.
“ბორჯღალოსნები” პირველი წრის შემდეგ ევროპული ზონის შესარჩევს ლიდერობენ და დიდი შანსი აქვთ, ეს პოზიცია (ევროპა #1) გაისადაც შეინარჩუნონ.
თუ ასე მოხდა, მაშინ ჩვენი პულური განრიგი ასეთი იქნება:
საქართველო -
დღე | თარიღი | მეტოქე | ქალაქი | სტადიონი |
შაბ | 19/09 | ტონგა | გლოსთერი | ქინგსჰოლმი |
პარ | 25/09 | არგენტინა | გლოსთერი | ქინგსჰოლმი |
პარ | 02/10 | ახალი ზელანდია | კარდიფი | მილენიუმი |
ოთხ | 07/10 | აფრიკა #1 | ექსეთერი | სენდი პარკი |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია