11-12 მაისს, ლონდონში IRB-ს ეგიდით იმართება რაგბი 7-ს მსოფლიო სერიის მორიგი ტურნირი - London Marriott 7s,, რომელიც რაგბის ყველა მოყვარულისათვის კარგად ნაცნობ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სარაგბო არენა – თვიქენჰემზე გაიმართება.
აღნიშნული ტურნირი საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებისათვის საბოლოო საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს გაისად მსოფლიო სერიაში მოსახვედრად.
ჩვენმა 7-კაცა ნაკრებმა ლონდონის ტურნირის რვა გუნდიან საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც ძირითადი ტურნირის პარარელურად გაიმართება, საუკეთესო სამეულში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს.
7-კაცა “ბორჯღალოსნები” A ჯგუფში შოტლანდიას, ჰონგ კონგსა და ზიმბაბვეს ეთამაშებიან, B ჯგუფში კი პორტუგალია, ესპანეთი,
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია