მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაგბის მოყვარულები ექვსი ერის კომერციულ მხარეს არად დაგიდევენ და ჩაკეტილი სივრცის გახსნაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. 22 თებერვალს ამ თემასთან დაკავშირებით უკვე იტალიურ პრესაშიც გაჩნდა სტატია - „რატომ არ მუშაობს ასვლა-ჩასვლის სისტემა“.
„იტალია ათასწლეულის დასაწყისში შევიდა ექვს ერში და როგორც მაშინ, ახლაც განიხილება ტურნირის გახსნის მიზანშეწონილობა. გავარდნის სიტემის დანერგვა გაზრდის კონკურენციას და ეს „ძველ კონტინენტზე“ პროგრესის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება. თუ რუსეთის, პორტუგალიის, ან ესპანეთის ამ ტურნირზე მოხვედრა კანონზომიერად ვერ ჩაითვლება, საქართველო აუცილებლად იქნება ზრდის გარანტი. ამ გუნდმა მსოფლიო თასზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და დაიბევა შემდეგ მსოფლიო თასზე თამაში. გუნდმა მოიგო ერთა თასის ბოლო ხუთი გათამაშება.
მათ შორის, ვინც იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის ექვსი ერი გაიხსნება, ერთ-ერთი პირველი მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგია:
„ახალს ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა, ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ექვს ერში თამაშის შანსი. ამას ჩვენი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესაა ერთადერთი გზა იმისათვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ. ამისათვის საკმარისი შეხედოთ არგენტინის პროგრესს ოთხ ერში გაწვერიანების შემდეგ. ვიმეორებ, ჩვენ გვინდა ამის შესაძლებლობა გვქონდეს. ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა ტურნირის ორგანიზატორებისთვის, მაგრამ სხვაგვარად მსოფლიოში რაგბი ვერ განვითარდება. აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა თავისთვის საინტერესო დიდი ბაზრები აღმოაჩინონ და მათ უნდა განიხილონ ეს საკითხი“.
საქართველოს მთავარი მხარდამჭერი რუმინეთია, რომელიც ასევე აღმოსავლეთ ევროპის ნაწილია. რაგბი ევროპის რუმინელი პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ ამბობს, რომ მათ დაიმსახურეს შანსის მიღება:
„ექვს ერში სერიოზულად უნდა განიხილონ ტურნირის გაფართოების და კონკურენციის გაზრდის საკითხი. შესაძლოა, გავარდნის იდეა მთლად მისაღები არ იყოს, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ და გავარკვიოთ, როგორ სჯობს ამ ტურნირში სხვა გუნდების ჩართვა“.
ამ მოსაზრებას ეთანხმება სამხრეთ აფრიკაში დაბადებული, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „ძებრეს“ მორაგბე დარიო ჩიტოლინი, ოღონდ საკუთარი გათვლები აქვს:
„პირველი დონის გუნდებთან ხშირად ვთამაშობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრები მოვიგოთ და რეიტინგში წინ წავიწიოთ. გარდა ამისა, ეს დაეხმარება სხვა ქვეყნებს განვითარებაში, რადგან გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რეგულარულად ეთამაშო უძლიერეს გუნდებს“.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასვლა-ჩასვლა თუ იქნა მხოლოდ ერთ წლიანი ციკლით..
2 წელი მავნებლობაა