მიუხედავად იმისა, რომ 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის VIII, გლაზგოს ეტაპის ფინალში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ახალი ზელანდია 28:21 დაამარცხა და “ოლ ბლექსს” თასი ზედიზედ მეორე ეტაპზე აართვა, “შავები” საერთო ჩათვლაში იმდენად წინ არიან, რომ დასკვნით ეტაპზე, ლონდონში სულაც ჯგუფში რომ ჩარჩნენ, სერიის გამარჯვებულები მაინც ისინი დარჩებიან.
დიახ, ასეა, წელს ზელანდიამ უკვე ჩატარებული რვა ეტაპიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ სტაბილურად თამაშობდა და ხუთჯერ გავიდა ფინალში, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში მესამე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ამავდროულად, სამხრეთ აფრიკამ სამი ეტაპი მოიგო და სამივე შემთხვევაში ფინალში ზელანდიას სძლია, მაგრამ დუბაისა და ჰონკონგის ეტაპები ჩააგდო. ფიჯიმ ორი ეტაპი მოიგო, მაგრამ ისიც არასტაბილური იყო და შედეგად, “ოლ ბლექსმა” სოლიდურუ მარაგი შეიქმნა, გლაზგოში კი, პირველობა ნაადრევად დაიბევა.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლას სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრებები ლიდერობენ - ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ფიჯი, სამოა და კენია, მოწინავე ხუთეულში არიან. ევროპელთაგან საუკეთესო შედეგი უელსს, საფრანგეთს და ინგლისს აქვთ. ფრანგებმა გლაზგოში ძალიან ცუდად ითამაშეს, თორემ საერთო ჩათვლაში ხუთეულში დამკვიდრების კარგი შანსი ჰქონდათ.
გლაზგოს სერიას უნდა გაერკვია იმ სამი უარესი გუნდის ვინაობაც, რომელთაც მომავალ მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე მონაწილეობის უფლების მისაღებად ლონდონის 7-კაცა ეტაპზე მოუწევთ ბრძოლა. ეს უარესები შოტლანდია, პორტუგალია და ესპანეთი აღმოჩნდნენ და ისინი ჰონკონგის პირველი შესარჩევი ეტაპის ოთხ საუკეთესოს - რუსეთი, ზიმბაბვე, ტონგა და საქართველო, ასევე აზიის ზონის გამარჯვებულს, ჰონკონგის ნაკრებს დაემატნენ. ეს რვა გუნდი ლონდონის ეტაპზე ძირითადი ტურნირის პარალელურად იბრძოლებს და სამი საუკეთესო მომავალი სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს.
2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VIII ეტაპი (IX ეტაპად). შოტლანდია. გლაზგო. 4-5 მაისი
A ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - კენია 17:14
სამოა - კანადა 17:19
სამხრეთ აფრიკა - კანადა 17:14
სამოა - კენია 26:0
კენია - კანადა 10:21
სამხრეთ აფრიკა - სამოა 27:0
1 | სამხრეთ აფრიკა |
3 | 3 | 0 | 0 | 61-28 | 9 |
2 | კანადა | 3 | 2 | 0 | 1 | 54-44 | 7 |
3 | სამოა | 3 | 1 | 0 | 2 | 43-46 | 5 |
4 | კენია |
3 | 0 | 0 | 3 | 24-64 |
3 |
B ჯგუფი
ახალი ზელანდია - ინგლისი 31:5
შოტლანდია - პორტუგალია 26:5
ახალი ზელანდია - პორტუგალია 40:0
შოტლანდია - ინგლისი 7:29
ინგლისი - პორტუგალია 46:0
ახალი ზელანდია - შოტლანდია 28:0
1 | ახალი ზელანდია |
3 | 3 | 0 | 0 | 99-5 | 9 |
2 | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 80-38 |
7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 33-62 | 5 |
4 | პორტუგალია | 3 | 0 | 0 | 3 | 5-112 | 3 |
ჩ ჯგუფი
ავსტრალია - არგენტინა 10:17
ფიჯი - ესპანეთი 45:0
ავსტრალია - ესპანეთი 42:14
ფიჯი - არგენტინა 28:10
არგენტინა - ესპანეთი 40:5
ავსტრალია - ფიჯი 17:19
1 | ფიჯი |
3 | 3 | 0 | 0 | 92-27 | 9 |
2 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 67-43 | 7 |
3 | ავსტრალია | 3 | 1 | 0 | 2 | 69-50 | 5 |
4 | ესპანეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 19-127 | 3 |
D ჯგუფი
საფრანგეთი - უელსი 14:22
აშშ - რუსეთი 48:5
საფრანგეთი - რუსეთი 15:14
აშშ - უელსი 21:26
უელსი - რუსეთი 28:22
საფრანგეთი - აშშ 14:21
1 | უელსი |
3 | 3 | 0 | 0 | 76-57 | 9 |
2 | აშშ | 3 | 2 | 0 | 1 | 90-45 |
7 |
3 | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 43-57 | 5 |
4 | რუსეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 4191 | 3 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
სამოა - რუსეთი 17:14
ავსტრალია - პორტუგალია 36:0
საფრანგეთი - კენია 7:22
შოტლანდია - ესპანეთი 31:5
თასის მეოთხედფინალები
სამხრეთ აფრიკა - აშშ 22:5
ფიჯი - ინგლისი 12:15
უელსი - კანადა 27:7
ახალი ზელანდია - არგენტინა 42:10
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
რუსეთი - პორტუგალია 41:7
საფრანგეთი - ესპანეთი 41:0
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
სამოა - ავსტრალია 12:17
კენია - შოტლანდია 24:19
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
აშშ - ფიჯი 22:7
კანადა - არგენტინა 7:22
თასის ნახევარფინალები
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 24:17
უელსი - ახალი ზელანდია 14:26
XIII ადგილისთვის
რუსეთი - საფრანგეთი 17:21
IX ადგილისთვის
ავსტრალია - კენია 12:5
V ადგილისთვის
აშშ - არგენტინა 17:7
III ადგილისთვის
ინგლისი - უელსი 24:21
ფინალი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 28:21
საერთო ცხრილი რვა ეტაპის შემდეგ
- ახალი ზელანდია 151
- სამხრეთ აფრიკა 122
- ფიჯი 108
- სამოა 99
- კენია 84
- უელსი 83
- საფრანგეთი 80
- ინგლისი 75
- არგენტინა 74
- ავსტრალია 70
- კანადა 64
- აშშ 59
- შოტლანდია 51
- პორტუგალია 35
- ესპანეთი 26
- ჰონკონგი 7
- რუსეთი 3
- ტონგა 3
- იაპონია 2
20. ურუგვაი 2
- ზიმბაბვე 2
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია