ამბები

12:52 | 9.05.2013 | ნანახია 1335 - ჯერ

“IRB-ს თბილისის თასამდე” თვეზე ნაკლები რჩება

 

2011 წელს თბილისში უმაღლეს დონეზე ჩატარებული 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფიდან” ორი წლის შემდეგ, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ამჯერად უკვე უფროსი ნაკრებების დონის ყოველწლიური ტურნირის ჩატარება ანდო საქართველოს –IRB-ს თბილისის თასი 2013 (IRB Tbilisi Cup 2013), რომლის პირველი გათამაშება თბილისში შედგება 2013 წლის 7, 11 და 16 ივნისს. IRB-ის ტურნირს ორგანიზატორები არიან საქართველოს რაგბის კავშირი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

IRB-ის ყოველწლიური ტურნირის მასპინძლობა მსოფლიოში ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისათვის დიდ პრესტიჟსა და პატივს წარმოადგენს. საქართველოსათვის, როგორც მზარდი სარაგბო ქვეყნისათვის, ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მსოფლიო სარაგბო ოჯახის მიერ ჩვენი რაგბის განვითარებისა და წინსვლის აღიარებას ნიშნავს.

აპრილში, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა ინფორმაცია თბილისის თასის პირველი გათამაშების გამართვის შესახებ. მათი თქმით, ეს ტურნირი მეორე დონის სარაგბო ქვეყნების საერთაშორისო სანაკრებო თამაშების ოდენობების გაზრდის IRB-ის სტრატეგიული გეგმის ნაწილია. საქართველოში, ქვეყანაში სადაც რაგბს ეროვნული სპორტის სტატუსი აქვს, IRB-ის ეგედით ასპარეზობა ბრწყინვალე შენამატია მსოფლიო სამატჩო კალენდრისათვის.

თბილისის თასის პირველ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ურუგვაის ეროვნული ნაკრები, “მზარდი ირლანდიის” (Emerging Ireland) ნაკრები და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო თხუტმეტეული (SA President’s XV).

რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის, ბერნარ ლაპასეს თქმით: “საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებისათვის, რომლებიც რაგბის 2015 წლის მსოფლიო ჩემპინატზე მოსახვედრად იბრძვიან, ამ ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო მზარდი ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრების მონაწილეობა, ამ შეჯიბრებას უფრო მაღალ დონეს შესძენს და ჩვენ ამაღელვებელი და სანახაობრივი მატჩების მომსწრენი გავხდებით. ქართველებს უყვართ რაგბი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტურნირი კიდევ უფრო აამაღლებს ქართული რაგბის პრესტიჟს და კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს თმაშის მსოფლიო მასშტაბით განვითარების გზაზე”.

IRB-ს სატურნირო და განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი: “საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობის მქონე ტურნირის ჩატარების უფლების მინიჭება, ჩვენი მხრიდან იმ მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება იქნება, რომელსაც ადგილობრივი რაგბის კავშირი ახორციელებს განვითარებისა და სანაკრებო ფრონტებზე. ქართული მთავრობის მიერ ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად, თბილისში აშენდა მსოფლიო დონის სავარჯიშო და სამატჩო ბაზები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მონაწილე გუნდებისათვის. ასპარეზობაში სამხრეთი აფრიკის საპრეზიდენტო თხუტმეტეულისა და მზარდი ირლანდიის ნაკრებების ჩართვა, საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებს მნიშვნელოვან გამოცდილებას შესძენს 2015 წლის მსოფლიო თასისკენ მიმავალ გზაზე”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე: “ჩვენი რაგბის კავშირი მადლიერებას გამოთქვამს რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიმართ იმ გადაწყვეტილებისათვის, რომლის შედეგად თბილისში მოხდება სრულფასოვანი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩენ მიგვაჩნია ქართული რაგბის ბოლო დროინდელი მიღწევების აღიარებად, ჩვენთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. IRB-ს თბილისის თასი ემსახურება საქართველოში რაგბის შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას და საქართველოს, როგორც სარაგბო ერის ავტორიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე ამაღლებას”.

მონაწილე გუნდები:

“მზარდი ირლანდია” (Emerging Ireland) - თბილისის ტურნირზე ჩამოვლენ ახალგაზრდა ირლანდიელი პროფესიონალი მოთამაშეები, რომელებისთვისაც ეს ტურნირი წარმოადგენს ბრწყინვალე შესაძლებლობას, რათა ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელ ჯო შმიდტს წარმოდგენა შეექმნეს მათ შესახებ, შემდგომში ეროვნულ ნაკრებში მათი შერჩევის მიზნით.

ეს ახალგაზრდა პროფესიონალები ეცდებიან საუკეთესო დონეზე წარმოაჩინონ თავიანთი თავი, რათა უმაღლეს დონეზე შეავსონ ის გამოთავისუფლებული ნიშები, რომლებიც წელს ირლანდიურ რაგბში შეიქმნა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში 9 ირლანდიელი მორაგბის შერჩევისა და ივნისში, ირლანდიის უფროსი გუნდის ამერიკის კონტინენტზე გასამართი ტესტების შედეგად.

ირლანდიის რაგბის კავშირი (IRFU) გეგმავს, უახლოეს ორ წელიწადში ამ ტურნირზე გამოსცადოს ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვის შემადგენლობაში იქნებიან.

“სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო თხუთმეტეული” (SA President’s XV) - გუნდი შეიკრიბება “ქარის თასის” პირველი დივიზიონის კლუბებიდან. ამით შესაძლებელი გახდება მოთამაშეთა მაღალ დონოზე გამოცდა. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირისათვის (SARU) ამ გუნდს ძალზედ დიდ მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტურნირი უმთავრესად მომავალი “ქურციკების” ვინაობის გამოვლენის მიზანს ემსახურება. შერჩეულ მოთამაშეთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია “თბილისის თასის” გათამაშებაში მონაწილეობა, ვინაიდან ამით აგრეთვე დადგინდება, თუ სამომავლოდ რომელი მათგანი იქნება მზად “ზე რაგბისთვის” (ზე15)

ურუგვაი (URU) და საქართველო ტურნირზე ეროვნული ნაკრებებით მიიღებენ მონაწილეობას. ბორჯღალოსანთათვის ეს ტურნირი კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს ახალგაზრდა მორაგბეთა გამოცდისათვის.

IRB-ს თბილისის თასის ყველა მატჩი გაიმართბა ავჭალის სარაგბო სტადიონზე. თითეულ სათამაშო დღეს გაიმართება 2 მატჩი. მატჩზე დასაწრები ბილეთის ფასი იქნება 10 ლარი. თითო ბილეთით გულშემატკივარს შეეძლებათ დღის ორივე მატჩზე დასწრება. ტურნირის ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

IRB-ის თბილისის თასის პირველი გათამაშების მატჩების პირდაპირი ეთერით ტელეტრანსლირება მოხდება ტელეკომპანია “მეცხრე არხის” (TV 9) მიერ. გარდა ამისა იგეგმება მატჩები საქართველოს ფარგლებს გარეთ ტრანსლირება. ამით თავად უცხოური ტელეკომპანიები არიან დაინტერესებულნი. მოხდება მატჩების ინტერნეტ-სთრიმინგის მეშვეობით გადაცემაც.

 

მატჩების განრიგი:

7 ივნისი

ურუგვაი - სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები (17:00 საათი)

საქართველო - მზარდი ირლანდია (19:00 საათი)

 

11 ივნისი

მზარდი ირლანდია - სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები (17:00 საათი)

საქართველო - ურუგვაი (19:00 საათი)

 

16 ივნისი

ურუგვაი - მზარდი ირლანდია (17:00 საათი)

საქართველო - სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები (19:00 საათი)

 

rugby.ge

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07085