7-ქალა

20:51 | 22.02.2016 | ნანახია 1411 - ჯერ

სან-პაულუში ავსტრალიამ იმარჯვა

2015/2016 წლების მსოფლიო სერიის მეორე ეტაპი 7-ქალა რაგბიში, რომელსაც ბრაზილიურმა სან-პაულუმ უმასპინძლა, ავსტრალიელი გოგონების გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობას ავსტრალიის, კანადის, აშშს, ახალი ზელანდიის, ფიჯის, საფრანგეთის, ინგლისის, ბრაზილიის, იაპონიის, რუსეთის, ესპანეთისა და ირლანდიის ნაკრებები იღებდნენ.
ნახევარფინალში ავსტრალია აშშ-ს დაუპირისპირდა და 34:0 დასრულდა, ხოლო კანადასა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის გამართული ჯახი „ჩაკეტილი“ და დაძაბული აღმოჩნდა. ყველაფერი მეორე ტაიმში, ჯენ კიშის მიერ დადებულმა ლელომ გადაწყვიტა და კანადელებმა 19:10 მოიგეს. მაგრამ ამ ბრძოლამ კანადელებს იმხელა ენერგია წაართვა, რომ ფინალში ავსტრალიასთან ვერაფერს გახდნენ და 0:29 დამარცხდნენ.
„კანადელები ნამდვილად კარგად თამაშობდნენ. მე ვარ ძალიან ამაყი მათით, ვინც ამ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა“ - განაცხადა ავსტრალიელთა კაპიტანმა შენონ ფერიმ.
7-ქალა რაგბის მსოფლიო სერიის მომდევნო ეტაპს 8-9 აპრილს ატლანტა უმასპინძლებს. საერთო ჩათვლას ქულათა მაქსიმუმით ავსტრალია ლიდერობს, რომელმაც სან-პაულუმდე დუბაის ეტაპიც მოიგო

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09547