საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე მსოფლიო სერიის მომავალი გათამაშების დასკვნითი შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო.
პირველ მატჩში “ბორჯღალოსანთა” მეტოქე შოტლანდია იყო და ქართველები 0:29 განადგურდნენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი მორაგბეები დააყენა: ძნელაძე, ღვინჯილია, გეგენავა, მახარაშვილი, ჯიმშელაძე, ფრუიძე, შარიქაძე. ხმალაძემ, ხუციშვილმა, ცერცვაძემ და გოგოლაშვილმა შეცვლაზე ითამაშეს.
თამაშები 2012/2013 წლების მსოფლიო სერიის დასკვნითი, მე-9 ეტაპის პარალელურად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არენა “თვიქნემის” სათადარიგო მოედანზე იმართება. შესარჩევ ტურნირში 8 ნაკრები მონაწილეობს - ჰონკონგის ეტაპის ოთხი მოწინავე - ზიმბაბვე, რუსეთი, ტონგა და საქართველო, აზიის გამარჯვებული ჰონკონგი და მსოფლიო სერიის სამი ბოლოადგილოსანი - შოტლანდია, ესპანეთი და პორტუგალია. ამ ოთხიდან სამი საუკეთესო, მომავალი მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს.
დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის კიდევ ორ თამაშს გამართავს. თბილისის დროით 15:12 საათზე მათი მეტოქე ჰონკონგი იქნება, ხოლო 17:58 საათზე - ზიმბაბვე. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამი საგზურისთვის ბრძოლას ხვალ რვავე ნაკრები გააგრძელებს. დღევანდელი შეხვედრები ერთგვარად სარეიტინგოა და მეოთხედფინალში ჯამში პირველადგილოსანი მერვეს, მეორეადგილოსანი მეშვიდეს, მესამე – მეხუთეს და მეოთხე მეხუთეს შეხვდება. მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები შესარჩევ ეტაპს დაემშვიდობებიან. ნახევარფინალში გამარჯვებულები მსოფლიო სერიების საგზურს მიიღებენ და ფინალი აღარც გაიმართება, ხოლო ნახევარფინალში დამარცხებულები მესამე საგზურისთვის იბრძოლებენ.
B ჯგუფის პირველი მატჩი ტონგასა და ესპანეთს შორის ამ წუთას მიმდინარეობს.
საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლონდონში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ალეკო ხუციშვილი (“არმაზი”, თბილისი), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), ირკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპი
11-12 მაისი. ლონდონი. ინგლისი
A ჯგუფი
ზიმბაბვე - ჰონკონგი 12:7
შოტლანდია - საქართველო 29:0
1 | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 29-0 | 3 |
2 | ზიმბაბვე | 1 | 1 | 0 | 0 | 12-7 | 3 |
3 | ჰონკონგი | 1 | 0 | 0 | 1 | 7-12 | 1 |
4 | საქართველო | 1 | 0 | 0 | 1 | 0-29 | 1 |
ჰონკონგი - საქართველო
შოტლანდია - ზიმბაბვე
ზიმბაბვე - საქართველო
შოტლანდია - ჰონკონგი
B ჯგუფი
პორტუგალია
ესპანეთი
ტონგა
რუსეთი
ტონგა - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია - ტონგა
ტონგა - რუსეთი
პორტუგალია - ესპანეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია