კელტების ლიგა

20:47 | 22.02.2016 | ნანახია 1800 - ჯერ

სოლომონსი შეგირდებს დისციპლინას უწუნებს

შოტლანდიური „ედინბურგის“ მწვრთნელ ალან სოლომონსს „ოსპრეიზთან“ სტუმრად 13:27 დამარცხების მიზეზად საკუთარი გუნდის უდისციპლინობა მიაჩნია.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, მეორე ტაიმში კი, სემ დევისმა თამაში მთლიანად „ოსპრეიზის“ სასარგებლოდ შემოატრიალა. 65-ე წუთზე შოტლანდიელების კვაჭს - ნილ ქოქრენს რაქში წესების დარღვევის გამო ყვითელი ბარათი მისცეს, რაც მეტოქის უპირატესობის საწინდარი გახდა.

ალან სოლომონსი: „მატჩი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და მართალია პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მაგრამ აშკარა უპირატესობა გვქონდა. აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღეთ თამაშის მეორე ნახევარში. ჩვენი შეცდომებისა და უდისციპლინობის გამო სემ დევისმა ლელო დაგვიდო, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო დამარცხების მთავარი მიზეზი. ნილ ქოქრენის ყვითელმა ბარათმა მთლიანად გაგვანადგურა, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშზეც აისახა. ამით იმის თქმა მინდა, რომ უდისციპლინობამ შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“.

„გინეს პრო 12“-ის VXI ტურში ალან სოლომსის შეგირდები მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, „სკარლეტსთან“ გამართავენ.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 22.02.2016
Alexandre74 (13)

ველოდები 28-ს!!!

0.083956