ამბები

15:18 | 13.05.2013 | ნანახია 975 - ჯერ

ზელანდიელთა ორმაგი ზეიმი

ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრებმა 2012/2013 წლების მსოფლიო სერია და მისი ბოლო, IX ეტაპი წარმატებით დაასრულა. ლონდონის ეტაპის ფინალურ მატჩში “ოლ ბლექსმა” ავსტრალია 47:12 გაანადგურა და 2007 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა ინგლისის ტურნირზე. ამასთან, ამ ეტაპამდეც პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ სერიას ზელანდიელები მოიგებდნენ მათ 14 წლის განმავლობაში (რაც ეს ტურნირი ტარდება) მე-11-ედ მოიპოვეს საუკეთესოს სახელი.

ახალი ზელანდია ერთადერთი იყო ჯგუფური ეტაპის შემდეგ, რომელსაც სამივე თამაში მოგებული ჰქონდა. მეოთხედფინალში მან არგენტინაც უპრობლემოდ დაამარცხა, ნახევარფინალში კენიას ერთადერთი ლელო გაუტანა და 7:0 იმარჯვა, ფინალში კი, მეტოქე უშანსოდ დატოვა. ამრიგად, “ოლ ბლექსმა” ამ სერიის IX ეტაპიდან ორი მოიგო და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდა. სერია მე-2 ადგილზე დაასრულა სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც სამი ეტაპი კი მოიგო, მაგრამ მთლიანობაში არასტაბილურად ითამაშა და ლონდონშიც მეოთხედფინალში დამარცხდა (ინგლისთან). მომდევნო ადგილები ფიჯიმ, სამოამ და კენიამ დაიკავეს, ევროპელთაგან კი, საუკეთესო შედეგი ინგლისს ჰქონდა, რომელიც ჯამში მე-6 საფეხურს დასჯერდა.

პარალელურად, რვა გუნდი მომავალი სერიის ყველა ეტაპზე მონაწილეობის უფლების მისაღებად იბრძოდა. ამ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებიც იყო, რომელიც ოთხივე მატჩში დამარცხდა. ნახევარფინალების მოგებით მომავალ სერიებში თამაშის უფლება ესპანეთმა (პორტუგალიას 10:5 ბოლო წამზე გატანილი ლელოს წყალობით აჯობა) და შოტლანდიამ მოიპოვეს (რუსეთი 19:0 დაამარცხა). მესამე, ბოლო საგზურისთვის, პორტუგალია რუსეთს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი რუსებმა 5:0 მოიგეს, მეორე ნახევრის შუაში პორტუგალიამ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო ბოლო წუთზე მეორე ლელო გაიტანა და 10:5 იმარჯვა. ამრიგად, 2013/2014 წლების მსოფლიო სერიებში თამაში შოტლანდიამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ დაიბევეს. 

 

2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია

IX ეტაპი (IX ეტაპად). ინგლისი. ლონდონი. 11-12 მაისი

A ჯგუფი

აშშ - საფრანგეთი 19:17

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 5:0

სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 17:14

აშშ - ავსტრალია 15:19

სამხრეთ აფრიკა - აშშ 12:19

ავსტრალია - საფრანგეთი 35:12

 

1 ავსტრალია 3 2 0 1 54-32 7
2 აშშ
3 2 0 1 53-48 7
3 სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 34-33 7
4 საფრანგეთი 3 0 0 3 43-71 3

 

B ჯგუფი

უელსი - კენია 19:31

ახალი ზელანდია - კანადა 24:7

ახალი ზელანდია - კენია 31:17

უელსი - კანადა 17:14

კანადა - კენია 12:38

ახალი ზელანდია - უელსი 45:5

 

1 ახალი ზელანდია 3 3 0 0 100-29 9
2 კენია 3 2 0 1 86-62 7
3 უელსი 3 1 0 2 41-90 5
4 კანადა 3 0 0 3 33-79 3

 

C ჯგუფი

არგენტინა - სამოა 10:7

ინგლისი - ფიჯი 27:0

ინგლისი - სამოა 34:7

არგენტინა - ფიჯი 0:24

ფიჯი - სამოა 33:7

ინგლისი - არგენტინა 17:26

 

1 ინგლისი
3 2 0 1 78-33 7
2 ფიჯი 3 2 0 1 57-34 7
3 არგენტინა 3 2 0 1 36-48 7
4 სამოა
3 0 0 3 21-77 3

  

თასის მეოთხედფინალები

ახალი ზელანდია - არგენტინა 52:7

კენია - ფიჯი 20:7

ავსტრალია - აშშ 24:19

ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 19:14

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

უელსი - სამოა 21:12

საფრანგეთი - კანადა 28:14

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის

არგენტინა - ფიჯი 12:26

აშშ - სამხრეთ აფრიკა 22:5

თასის ნახევარფინალები

ახალი ზელანდია - კენია 7:0

ავსტრალია - ინგლისი 14:7

IX ადგილისთვის

უელსი - საფრანგეთი 19:7

V ადგილისთვის

ფიჯი - აშშ 14:5

III ადგილისთვის

კენია - ინგლისი 19:26

ფინალი

ახალი ზელანდია - ავსტრალია 47:12

 

საბოლოო საერთო ცხრილი (ცხრა ეტაპის შემდეგ)

  1. ახალი ზელანდია   173
  2. სამხრეთ აფრიკა   132
  3. ფიჯი          121
  4. სამოა         104
  5. კენია         99
  6. ინგლისი      92
  7. უელსი                91
  8. ავსტრალია  89
  9. საფრანგეთი 87
  10. არგენტინა   84
  11. აშშ            71
  12. კანადა        69
  13. შოტლანდია  51
  14. პორტუგალია                35
  15. ესპანეთი     26
  16. ჰონკონგი    7
  17. რუსეთი       3
  18. ტონგა         3
  19. იაპონია      2

20.  ურუგვაი      2

  1. ზიმბაბვე     2

 

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპი

11-12 მაისი. ლონდონი. ინგლისი

A ჯგუფი

ზიმბაბვე - ჰონკონგი 12:7

შოტლანდია - საქართველო 29:0

ჰონკონგი - საქართველო 17:12

შოტლანდია - ზიმბაბვე 21:14

ზიმბაბვე - საქართველო 19:14

შოტლანდია - ჰონკონგი 19:20

 

1 შოტლანდია
3 2 0 1 69-34 7
2 ზიმბაბვე 3 2 0 1 45-42 7
3 ჰონკონგი 3 2 0 1 44-43 7
4 საქართველო 3 0 0 3 26-65 3

 

B ჯგუფი

ტონგა - ესპანეთი 19:17

პორტუგალია - რუსეთი 26:10

ესპანეთი - რუსეთი 19:14

პორტუგალია - ტონგა 12:7

ტონგა - რუსეთი 7:19

პორტუგალია - ესპანეთი 7:5

 

1 პორტუგალია 3 3 0 0 45-22 9
2 ესპანეთი 3 1 0 2 41-40 5
3 რუსეთი 3 1 0 2 43-52 5
4 ტონგა 3 1 0 2 33-48 5

 

1/4-ფინალები

პორტუგალია (1) - საქართველო (8) 17:5

ჰონკონგი (4) - ესპანეთი (5) 14:29

ზიმბაბვე (3) - რუსეთი (6) 7:26

შოტლანდია (2) - ტონგა (7) 31:0

ნახევარფინალები

პორტუგალია - ესპანეთი 5:10

რუსეთი - შოტლანდია 0:19

III ადგილისთვის

პორტუგალია - რუსეთი 10:5


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.18016