ამბები

0:10 | 23.05.2013 | ნანახია 2885 - ჯერ

IRB-ს თბილისის თასზე მონაწილე ნაკრებთა შემადგენლობები

დაახლოებით ორი კვირა დარჩა IRB-ს თბილისის თასის პირველი გათამაშების სტარტამდე. ეს ტურნირი წელს დაარსდა და წარმოადგენს სრულ-მასშტაბიან სარაგბო შეჯიბრს, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. თბილისის თასის პირველი გათამაშების მატჩები 7, 11 და 16 ივნისს ჩატარდება.

მიმდინარე წლის აპრილში გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის გარდა, პირველობაში მონაწილეობას სახრეთი აფრიკის, მზარდი ირლანდიისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები მიიღებდნენ. საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით  ყოველწლიური ტურნირის მასპინძლობა, მსოფლიოში ნებისმიერი სარაგბო ქვეყნისათვის დიდ პრესიტიჟსა და პატივს წარმოადგენს. საქართველოსათვის, როგორც სარაგბო ქვეყნისათვის, ამას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მსოფლიო სარაგბო ოჯახის მიერ ჩვენი რაგბის განვითარებისა და წინსვლის აღიარებას ნიშნავს.

აღნიშნული ტურნირი მეორე დონის სარაგბო ქვეყნების საერთაშორისო სანაკრებო თამაშების ოდენობების გაზრდის IRB-ის სტრატეგიული გეგმის ნაწილს წარმოადგენს.   საქართველოში, ქვეყანაში სადაც რაგბის ფაქტიურად ეროვნული სპორტის სტატუსი აქვს, IRB-ის ეგიდით გასამართი ასპარეზობა ბრწყინვალე შენამატია მსოფლიო სამატჩო კალენდრისათვის.

ამჟამად, საქართველოს რაგბის კავშირი მზადების აქტიურ ფაზაზეა გადასული და ძალღონეს არ იშურებს, რათა მომავალი ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდეს. 

სტადიონი და მატჩების განრიგი

ტურნირის ყველა მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 2011 წელს 20-წლამდე რაგბის მსოფლიო ალაფას მასპინძლობდა. სტადიონი 2100 მაყურებელს იტევს და მასზე ძირითადად ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მატჩები იმართება.

ტურნირის ყოველი სათამაშო დღისათვის განისაზღვრება ერთი ბილეთი, რომლის ფასი 10 ლარი იქნება. ამრიგად, სათამაშო დღის ორივე მატჩზე დასწრება ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი.

ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

მატჩები შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:

თარიღი

დრო

მატჩი

07/06/2013

17:00

ურუგვაი  -  სამხ. აფრ. საპრეზიდენტო 15-ეული

 

19:00

საქართველო -  მზარდი ირლანდია

     

11/06/2013

17:00

მზარდი ირლანდია -  სამხ. აფრ. საპრეზიდენტო 15-ეული

 

19:00

საქართველო -  ურუგვაი  

     

16/06/2013

14:00

საქართველო -  სამხ. აფრ. საპრეზიდენტო 15-ეული

 

16:00

ურუგვაი  -  მზარდი ირლანდია

 

ტრანსლირება

ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდება ტელეკომპანია TV9-ს მეშვეობით, ხოლო ინტერნეტ ტრანსლირება განხორციელდება შემდეგ ბმულებზე: http://www.tv9.ge და www.irb.com

მონაწილე ნაკრებები

ტურნირამდე ორიოდ კვირით ადრე, ყველა მონაწილე ნაკრებმა გამოაცხადა შემადგენლობები.

საქართველო

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ამ დიდებულ ტურნირს ვმასპინძლობთ. მოთამაშეები მთელი გულით ელიან ამ ასპარეზობას, რათა გულშემატკივრების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგნენ საქართველოს სახელით.

შერჩეული გუნდი წარმოადგენს ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეთა ნაზავს. მათ ყველას მიეცემათ თავიანთი სარაგბო უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით წაადგებათ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ევროპის ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში არ მიეცათ მონაწილეობის შესაძლებლობა.

ტურნირში ოთხი შესანიშნავი გუნდი იღებს მონაწილეობას და ნამდვილად არ ველით იოლ მატჩებს. სათამაშო დღეებს შორის მცირე დრო მოთამაშეებისათვის და მწვრთნელთათვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

შემადგენლობა

1. ზურაბ ჟვანია – სტად ფრანსე

2. ირაკლი მირცხულავა – ტარბი

3. ირაკლი ნატრიაშვილი – ბრივი

4. სიმონ მაისურაძე – სტად ბანიერი

5. დავით ქუბრიაშვილი – ტულონი

6. ლევან ჩილაჩავა – ტულონი

7. ანტონ ფეიქრიშვილი – კასტრი

8. კონსტანტინე მიქაუტაძე – ტულონი

9. გიორგი ჩხაიძე – ტარბი

10. ლაშა ლომიძე – მონპელიე

11. გიორგი ნემსაძე – ტარბი

12. დიმიტრი ბასილაია – ედინბურგი

13. ვიკტორ კოლელიშვილი – კლერმონი

14. შალვა სუთიაშვილი – მასი

15. ვახტანგ მაისურაძე – ალბი

16. გიორგი ბეგაძე – ბათუმი

17. ვაჟა ხუციშვილი – ხარები

18. ლაშა ხმალაძე – ლელო

19. მერაბ კვირიკაშვილი – სენ ჟუნიენი

20. მერაბ შარიქაძე – ჰართფური

21. დავით კაჭარავა – როდეზი

22. თედორე ზიბზიბაძე – პერიგო

23. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.) – არმაზი

24. თამაზ მჭედლიძე – მოდემარსანი

25. ბექა წიკლაური – ლოკომოტივი

26. გიორგი ფრუიძე – აია

მზარდი ირლანდია

“საქართველოში გასამართი შეჯიბრი უდიდეს გამოცდილებას შესძენს იმ მოთამაშეებს, რომლებიც ახლახან გადმოვიდნენ ირლანდიის ასაკობრივი ნაკრებებიდან. შეჯიბრის ფარგლებში, 14 დღის განმავლობაში სამი ძალზედ რთული მატჩი უნდა ვითამაშოთ, ხოლო მომცრო 26-კაციანი შემადგენლობა უზრონველყოფს იმას, რომ ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა”, - განაცხადა ირლანდიელთა ახალმა მწვრთნელმა ლეს ქისმა.

შემადგენლობა

1. მაიკლ ალენი – ბელფასტ ჰარლექინზი, ალსტერი

2. მაიკლ ბენთი – დუბლინის უნივერსიტეტი, ლეინსტერი

3. ენდრიუ ქონვეი – ბლექროქი, ლეინსტერი

4. ჯონ ქუნი – ლენსდოუნი, ლეინსტერი

5. შონ ქრონინი – სენთ მერი კოლეჯი, ლეინსტერი

6. დევიდ ფოლი – იუ ელ ბოჰემიანსი, მანსტერი

7. ეოინ გრიფინი – გალვიჯიანსი, ქონაქთი

8. ქესელ მარში – დუბლინის უნივერსიტეტი, ლეინსტერი

9. მაიკლ ჰინი – ბელფასტ ჰარლექინზი, ალსტერი

10. რობ ჰერინგი – ბელინახინქი, ალსტერი

11. დევიდ ქარნი – ლენსდოუნი, ლეინსტერი

12. იენ ქითლი – იანგ მასნტერი, მასნტერი

13. რიჩარდ ლუთონი – ბელფასტ ჰარლექინზი, ალსტერი

14. ბრენდან მაქენი – ბლექროქი, ლეინსტერი

15. ჯექ მაკგრასი – სენთ მერი კოლეჯი, ლეინსტერი

16. ეოინ მაკქიონი – გალვიჯიანსი, ქონაქთი

17. მარტინ მური – ლენსდოუნი, ლეინსტერი

18. ნაიალ მორისი – ლესტერ თაიგერსი

19. ჯორდი მერფი – ლენსდოუნი, ლეინსტერი

20. იენ ნეიგლი – ქორქ ქონსთითუშენი, მანსტერი

21. რობი დიაქი – მელოუნი, ალსტერი

22. თირნენ ოჰალორანი – გალვიჯიანსი, ქონაქთი

23. რის რადოკი – სენთ მერი კოლეჯი, ლეინსტერი

24. დომინიკ რაიანი – ლენსდოუნი, ლეინსტერი

25. ჯონ რაიანი – ქორქ ქონსთითუშენი, მანსტერი

26. ლუის სთივენსონი – მელოუნი, ალსტერი

სამხრეთი აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები

“ამ გუნდის გამოსვლას თვალს ყურადღებით ვადევნებ. დარწმუნებული ვარ, ის სამხრეთ აფრიკას ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოში. თბილისში მძიმე ბრძოლები გველის, რადგან საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში, რომლებსაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის პრეტენზია აქვთ. ეს შეჯიბრება დიდი გამოცდილება იქნება ჯიმისა და მისი გუნდისთვის”, -   განაცხადა სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ორეგან ჰოსკინსმა.

შემადგენლობა

1. კარლ ბესუიდენჰუტი – პუმასი

2. ელშონ ბოკი – იგლზი

3. რენალდო ბოთა – პუმასი

4. იაკო ბოუვერი - პუმასი

5. უზეირ კასემი – პუმასი

6. მორის კუცია – პუმასი

7. ეშთონ კონტანტი – ბოლენდი

8. რიკარდო კროი – ბოლენდი

9. მარტინ დრეიერი – ლეოპარდსი

10. ადრიან ენგელბრეხტი – ლეოპარდსი

11. ივან ესპაგი – პუმასი

12. ვინსენტ გვავუ – ფალკე

13. ფრენკ ჰერნე – პუმასი

14. ჟაკინ იანსენი – ბოლენდი

15. სანდრე იორდანი – ბოლენდი

16.ნტანდო კებე – ბოლენდი

17. ვინსენტ კოხი – პუმასი

18. ინუს კრიცინგერი – გრიფონსი

19. ვილმორე ლოუ – პუმასი

20. ჰოფმან მარიცი – ლეოპარდსი

21. მხაფუ ხვეზილოკუსა – ლეოპარდსი

22. ჯაიანთ მთიანდა – იგლზი

23. სინოვყიუ ნიოკა – ბორდერი

24. იერომ პრეტორიუსი – პუმასი

25. ჯო სირანე – ბორდერი

26. ბრაიან შაბანგუ – ბორდერი

27. ბრენდონ სნეიმანი – ლეოპარდსი

28. როსკო სპეკმენი – პუმასი

ურუგვაის ეროვნული ნაკრები

შემადგენლობა

1. მათიას პალომეკე

2. ფრანკო ლამანა

3. კრისტოფერ სუარეს დე ლიმა

4. მარიო საგარიო

5. არტურო ავალო

6. ალეხო კორალი

7. მატეო სანგინეტი

8. ხუან რომვის

9. აგუსტინ ალონსო

10. ხუან დე ფრეიტასი 

11. ხუან გამინარა

12. ფერნანდო ვასკუ

13. დიეგო მანიო

14. ალეხო დურანი

15. როდრიგო სილვა

16. გასტონ ხიბერნაუ

17. ხოაკინ პრადა

18. სანტიაგო კორე

19. ალბერტო რომანი

20. ლეანდრო ლეივასი

21. ხერონიმო ეჩევერი

22. როდოლფო დე მულა

23. ნიკოლას კლაპენბახი

24. როდრიგო ესპიგა

25. ფრანსისკო ვულანტი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
3.371135