საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მომავალი გათამაშების უმაღლეს ლიგაში, ის ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობს, რომლებიც 2012/2013 წლებში შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ჩატარებულ პირველ ჩემპიონატში იღებდნენ მონაწილეობას.
პირველი ლიგის ორ საუკეთესო გუნდს დაწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ მათ მისი გამოყენება ვერ შეძლეს, რანგით მაღალ დონეზე მობურთალ კლუბებთან, გადასასვლელი პლეი ოფის ორივე მატჩი დათმეს და ყველაფერი უცვლელი დარჩა.
რეგულარული გათამაშების უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზე გასულმა თბილისის “აკადემიამა”, რომელმაც პირველ მატჩში ქუთაისში “ბაგრატთან” 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მეორე მატჩშიც თითქმის იმევე სხვაობით იმარჯვა. “შევარდენზე” გამართულ შეხვედრაში, სტუმრებს საჭირო ანგარიშით გამარჯვება ჭირდებოდათ და მონდომებაც არ აკლდათ, მაგრამ სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა და ქუთაისში 18:8 გამარჯვების შემდეგ, აკადემიელებმა შინ 28:17 იმარჯვეს.
მეორე მატჩში უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი “ყოჩები” პირველი ლიგის დამაჯერებლად მომგებ “თიბისის” დაუპირისპირდა და პირველ მატჩში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა - 19:6. მეორე შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ “ყოჩებს” მისი შედეგი ეჭვქვეშ არ დაუყენებია, ამჯერად 23:18 იმარჯვა და ახალ გათამაშებაშიც უძლიერესთა შორის იქნება, ხოლო პირველლიგელებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია