ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ბაკემ, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც FIRA-AER-ის ოფიციალური საიტი იუწყება, 74 წლის ფრანგის სურვილი, რომელიც ამ ორგანიზაციას 1997 წლიდან თავკაცობდა, დაკმაყოფილებულია.
ახლა მმართველის ფუნქციებს დროებით გენერალური მენეჯერი ჟან-ლუი ბარტე შეასრულებს. ეს 5-6 ივნისამდე გაგრძელდება, მერე ევროპული რაგბის ასოციაციის წევრები შეკრიბებიან და ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, რომელიც ევროპულ რაგბს 2016 წლის დეკემბრამდე ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ევროპის რაგბის ასოციაციაა “ერთა თასის” ორგანიზატორი, სადაც საქართველოს ნაკრების გამოდის, ხოლო საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია