ამბები

14:41 | 27.05.2013 | ნანახია 2277 - ჯერ

ინგლისმა “ბარბაროსები” გაანადგურა

სანამ მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ნაკრებები ივნისის ტესტ-მატჩებში ჩაერთვებიან, არგენტინაში ტურნეზე გამგზავრებამდე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებით დაკომპლექტებულ “ბარბაროსებს” უმასპინძლა და 40:12 იმარჯვა.

“ბარბაროსებში” მიწვევა ორმა ქართველმა ლეგიონერმაც მიიღო - მამუკა გორგოძემ და დავით ქუბრიაშვილმა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში მიმდინარე პლეი ოფის გამო, მათ ამ მიწვევაზე უარი თქვეს.

თამაში 40 წამის დაწყებული იყო, როდესაც ფრედი ბერნსმა მერლან იარდის ფლანგური გარღვევის შემდეგ “თვიქენჰემზე” ყველაზე სწრაფი ლელო გაიტანა. ბერნსმა ზუსტ გარდასახვას კიდევ სამი ჯარიმა მიაყოლა და მასპინძლები შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 16:0. მეორე ტაიმის დასაწყისში იარდმა ცენტრის სიახლოვეს გაჭრა ხაზი, მაღალ სიჩქარეზე 50 მეტრზე მეტი დაფარა და 21 წლის ბიჭმა სანაკრებო დებიუტი ლელოთი აღნიშნა.

მალე შეცვლაზე შესულმა კეილი ისტმონდმა კიდევ ერთი ლელო მიითვალა, ხოლო 61-ე წუთზე, ინგლისმა ზედ საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზიდან წამოიწყო იერიში და ის კრისტიან უეიდმა ლელოთი დაასრულა - 35:0. ხუთ წუთში ლელო ბილი ტველვეტრისმა მიითვალა ანგარიში კიდევ უფრო კატასტროფული გახადა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში “ბარბაროსებმა” პრესტიჟისთვის გაიბრძოლეს, ბრიცმა და დეილიმ ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და ანგარიში ოდნავ შეალამაზეს - 12:40.

ახლა “ბარბაროსები” ჰონკონგში გაემგზავრებიან, სადაც 1 ივნისს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ეთამაშებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116294