ამბები

0:18 | 30.05.2013 | ნანახია 3667 - ჯერ

IRB თბილისის თასის ბილეთები პარასკევიდან გაიყიდება

 

IRB თბილისის თასის პირველი ტურნირის სამივე სათამაშო დღის (7, 11 და 16 ივნისი) ბილეთების გაყიდვა პარასკევს, 31 მაისს დაიწყება და 3 საათიდან საღამოს 6 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურისვე ცნობით, შაბათს, 1 ივნისს, ბილეთები 12 საათიდან 5 საათამდე გაიყიდება, ხოლო კვირის დანარჩენ დღეებში, 11-დან 6-მდე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რაგბის კავშირში, მისამართზე – თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი 49 ა.

იმ შემთხვევაში თუ ტურნირის დაწყებამდე ბილეთები სრულად არ გაიყიდა, სათამაშო დღეებში ბილეთების შეძენა უშუალოდ ავჭალის სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი, მისამართზე – გურამიშვილის გამზირი 25/27.

თითო სათამაშო დღის ბილეთის ფასი 10 ლარს შეადგენს. ერთი ბილეთით შესაძლებელია სათამაშო დღის ორივე მატჩზე დასწრება.

ბილეთების შეძენის მსურველებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია, ანუ თითოეული ბილეთი მიეკუთვნება კონკრეტული სექტორის და რიგის ადგილს. უკეთესი ადგილის მქონე ბილეთის მოსაპოვებლად, გთხოვთ დროულად იზრუნოთ მათ შეძენაზე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.123228