ამბები

16:47 | 3.06.2013 | ნანახია 2793 - ჯერ

იაპონიაც დაგვიახლოვდა

ფიჯიმ ადგილი დაიბრუნა


წყნარი ოკეანის 2013 წლის გათამაშების მეორე ტურში, შარშან თბილისში ნათამაშებმა ფიჯიმ და იაპონიამ ურთიერთობა ლაუტოკაში გაარკვიეს. კუნძულელთა დაპირისპირებაში მასპინძლებმა იძალეს და ეს მათ რეიტინგზეც აისახა.

მსოფლიო სტადიონებზე გამართული მატჩებიდან, მსოფლიოს საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეული რეიტინგის მოწინავე ოცეულზე გავლენა მხოლოდ ამ თამაშმა მოახდინა. ფიჯელებმა მოგებისთვის 0,48 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ერთი კვირის წინ დაკარგული მე-13 ადგილი დაიბრუნეს და კანადა კვლავ უკან მოიტოვეს. იაპონიას ქულების დაკარგვამ მე-15 ადგილი ვერ წაართვა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ახლა მას 1,25 ქულითღა ჩამორჩება და თუ ასე გაგრძელდა, ივნისის ბოლოსთვის სხვების ხარჯზე მე-15 ადგილზე “ბორჯღალოსნები” აღზევდებიან.

ფიჯელებმა ანგარიში პირველივე წუთზე გატანილი ლელოთი გახსნეს, მაგრამ შესვენებამდე ქულები ვერცერთმა გუნდმა ვეღარ აიღო - 5:0. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მეორე ლელოში 49-ე წუთზე ასახეს, თუმცა, მანამდე მეტოქისგან ჯარიმა გაუშვეს. ფიჯიმ მესამე ლელო 69-ე წუთზე გაიტანა და ამჯერად გარდასახვაც გამოიყენა, მატჩის მიწურულს კი, გუნდებმა ლელოები გაცვალეს და თამაშიც 22:8 დასრულდა.

წყნარი ოკეანის თასის მორიგი მატჩი 5 ივნისს გაიმართება და მასში ფიჯი კანადას უმასპინძლებს. ახალი რეიტინგის გამოქვეყნებამდე, ამავე ტურნირის ფარგლებში 8 ივნისს კანადა ტონგას ეთამაშება. 7 ივნისს თბილისის საერთაშორისო ტურნირიც აიღებს სტარტს, მაგრამ მისი პირველი ტურის შედეგები რეიტინგზე გავლენას არ იქონიებს. აქ სარეიტინგო მხოლოდ საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება იქნება, მაგრამ რაც არ უნდა დიდი სხვაობით მოვიგოთ ეს თამაში, რეიტინგს ვერაფერს შევმატებთ, აი ფრე ან მარცხი კი - 1, 2 ან 3 ქულად დაგვიჯდება.

შაბათ-კვირას ტესტ-მატჩებში მოწინავე სარაგბო ქვეყნების ნაკრებებიც ჩაებმებიან და 10 ივნისის რეიტინგში ცვლილებები მრავლად იქნება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 3 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია       90,08

2      (2). სამხრეთ აფრიკა       86,94

3      (3). ავსტრალია      86,87

4      (4). ინგლისი 83,72

5      (5). უელსი    83,36

6      (6). საფრანგეთი     81,59

7      (7). სამოა    78,71

8      (8). არგენტინა       78,71

9      (9). ირლანდია       78,05

10    (10). შოტლანდია    76,86

11    (11). ტონგა   76,80

12    (12). იტალია 76,06

13    (14). ფიჯი    72,01

14    (13). კანადა  71,80

15    (15). იაპონია 68,91

16    (16). აშშ      67,93

17  (17). საქართველო      67,66

18    (18). რუმინეთი       65,82

19    (19). რუსეთი 62,34

20   (20). ესპანეთი       60,44

21    (21). ურუგვაი        59,87

22   (22). პორტუგალია  58,82

23   (23). ნამიბია 58,45

24   (24). სამხრეთ კორეა       58,10

25   (25). ბელგია 57,52

26   (26). ჩილე    56,85

27   (28). გერმანია       55,96

28   (27). პოლონეთი     54,95

29   (29). ჰონკონგი      54,56

30   (30). მოლდოვა      53,77

31    (31). ზიმბაბვე                52,57

32   ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082759