ამბები

18:36 | 4.06.2013 | ნანახია 3750 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში ცვლილებებია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 26-კაციან განაცხადში, რომელიც თბილისის თასის მატჩებისთვის დაახლოებით ორი კვირის წინ გამოქყვენდა, ტრავმების თუ სხვა მიზეზების გამო რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

“ბორჯღალოსანთა” განაცხადში აღარ არიან ანტონ ფეიქრიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ყიასაშვილი და გიორგი როხვაძე. თუმცა, ისინი თბილისში, გუნდთან ერთად იმყოფებიან და თუ ტურნირის მსვლელობისას ამის აუცილებლობა იქნება, თანაგუნდელებს შეცვლიან. თბილისის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან დათუნაშვილი. “ბორჯღალოსნებს” დააკლდებათ მამუკა გორგოძე, დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ხინჩაგიშვილი, დიმიტრი ბასილაია...

“ტრავმების გამო, ორიოდ კვირის წინ გამოქვეყნებულ შემადგენლობაში რიგი ცვლილებების შეტანა მოგვიხდა. ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან დათუნაშვილი ამ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ ისინი ნაკრებს არგენტინის წინააღმდეგ გასამართ ტესტში გააძლიერებენ. ბევრს აინტერესებს, ითამაშებს თუ არა არგენტინის წინააღმდეგ მამუკა გორგოძე. დაძაბული ფრანგული სეზონის შემდეგ, მამუკას ნამდვილად ჭირდება დასვენება და აგრეთვე, მცირე რეაბილიტაცია უნდა გაიაროს მკლავზე, მხარზე და მუხლზე. რაც შეეხება დავით ქუბრიაშვილს, კვლავ ტრავმების გამო, იგი როგორც თბილისის ტურნირზე, ასევე არგენტინის ტესტ-მატჩზშიც დაგვაკლდება”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ამრიგად, “ბორჯღალოსნები” თბილისის თასის პირველ გათამაშებაში, რომელშიც მისი მეტოქეები მზარდი ირლანდია (7 ივნისი), ურუგვაის ეროვნული ნაკრები (11 ივნისი) და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV (16 ივნისი) იქნებიან, გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ. ყველა თამაში “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება და თითოეულ დღეს ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. 7 და 11 ივნისს შეხვედრები 17 და 19 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნით დღეს - 14 და 16 საათზე.

საქართველოს ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა:

შერკინება: სიმონ მაისურაძე (ბანიერი), რევაზ ბელქანია (ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), გიორგი თეთრაშვილი (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ბექა ბიწაძე (არმია), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ-დე-მარსანი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ-ჟუნიანი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

 

თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”

7 ივნისი. პარასკევი. I რაუნდი

ურუგვაი - სამხ. აფრ. საპრეზიდნეტო XV (17:00 საათი)

საქართველო - მზარდი ირლანდია (19:00)

11 ივნისი. სამშაბათი. II რაუნდი

მზარდი ირლანდია - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (17:00)

საქართველო - ურუგვაი (19:00)

16 ივნისი. კვირა. III რაუნდი

საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)

ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081184