ხვალ საღამოს “ავჭალის” სტადიონზე თბილისის თასის პირველი საერთაშორისო ტურნირი აიღებს სტარტს. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა უკვე ჩამოწერეს ის 22-კაციანი სიები, რომელთა მეშვეობითაც პირველი გამარჯვებების მიღწევას შეეცდებიან.
პირველად, 17 საათზე, მოედანზე ურუგვაის ეროვნული ნაკრები და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV გავლენ, 19 საათზე კი, ერთმანეთის პირისპირ მზარდი ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები წარსდგებიან. სპეციალისტების პროგნოზებით, ამ ეტაპზე სწორედ ეს გუნდები ითვლებიან თასის მოგების უმთავრეს პრეტენდენტებად, თუმცა, ასე უნახავად რაიმეს მტკიცება ზედმეტი იქნება და მორაგბეებს ნებისმიერ მატჩში მაქსიმალური მობილიზებით მოუწევთ გარჯა.
“ბორჯღალოსანთა” 22-კაციან განაცხადში შეყვანილი მორაგბეები სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ - გამოცდილები, ახალბედები და ყველასთვის ნაცნობი, მაგრამ ბოლო დროს მივიწყებული მორაგბეები. უკანა ხაზში ასეთი უმთავრესად ლაშა მალაღურაძეა, რომელიც თავის დროზე ტიმ ლეინმა აღმოაჩინა, მაგრამ მერე ჯერ რიჩი დიქსონმა შეუმცირა სათამაშო დრო, ბოლოს კი, მილტონ ჰეიგი მას შეკრებაზე საერთოდ აღარ ეძახდა. ახლა ლაშას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი და მას გამოყენება უნდა.
ფულბეკად თამაშს ბექა წიკლაური იწყებს, რომელსაც ეროვნული გუნდის უცვლელ წევრად ვერ მივიჩნევთ და დასამტკიცებელი ამ ბიჭსაც ბევრი აქვს. ახალბედაა თამაზ მჭედლიძე, რომელმაც ნაკრების უკანასკნელ თამაშებში მწვრთნელებს თავი მოაწონა და ახლა პოზიციების გასამყარებლად უნდა იბრძოლოს. ირაკლი მაჩხანელს და დავით კაჭარავას წარდგენა არ სჭირდებით - ისინი “ბორჯღალოსანთა” ლიდერები არიან. ჰეიგმა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დაამკვიდრა ახალგაზრდა და უნიჭიერესი შუამარბი მერაბ შარიქაძე და ის ახლაც სასტარტო შემადგენლობაშია, 9 ნომრად კი, ირაკლი აბუსერიძის შემცვლელი გიორგი ბეგაძე მოგვევლინება.
შერკინების პირველი და მეორე ხაზი ერთობ გადახალისებული იქნება. ირაკლი მირცხულავა, რევაზ ბელქანია, ლევან ჩილაჩავა, ვახტანგ მაისურაძე და კოტე მიქაუტაძე ნაკრების ახალბედები სულაც არ არიან, მაგრამ არც ისე ხშირად უწევთ თამაში, როგორი პრეტენზიაც აქვთ და ირლანდიასთან საკუთარი უპირატესობის დამტკიცება მოუწევთ. სამაგიეროდ გამოცდილია მესამე ხაზი - შალვა სუთიაშვილი, ვიტო კოლელიშვილი და გიორგი ჩხაიძე. მოკლედ, ჩვენს ნაკრებს იმდენი მორაგბე აკლია, რომ ერთი გუნდი გაკეთდება, მაგრამ არც ამ შემადგენლობას ეთქმის ურიგო და დანარჩენი უშუალოდ თამაშში გამოჩნდება.
თითქმის არსად არაფერი თქმულა ქულების დარიცხვის სისტემაზე. როგორც სხვა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ გამართულ ტურნირებზე, აქაც ქულათა დარიცხვის პრემიალური სისტემა იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული გუნდი 4 ქულას ჩაიწერს, ფრეზე 2 ქულაა, ოთხი, ან მეტი ლელოს გატანისთვის, გუნდი დამატებით 1 პრემიალურ ქულას იღებს, ისევე, როგორც 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის.
მოკლედ, ხვალ თამაშები 17 და 19 საათებზე იწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები “ავჭალის” სტადიონზევე გაიყიდება და მისი ფასი 10 ლარია. ამ 10-ლარიანი ბილეთით მაყურებელს ორივე შეხვედრის ცოცხლად ხილვა შეეძლება. რადგან ტრიბუნები მხოლოდ 2100 მაყურებელს იტევს, გულშემატკივარს თადარიგის დროულად დაჭერა მოუწევს, რათა ღობის მიღმა არ აღმოჩნდეს.
თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”
7 ივნისი. პარასკევი. I რაუნდი
ურუგვაი - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (17:00 საათი)
ურუგვაი: 15. ხერენიმო ეჩევერი, 14. პაბლო ვუენდო, 13. ხოაკინ პრადა, 12. ალვერტო რომანი, 11. ლეანდრო ლეივასი, 10. აგუსტინ დელ’კასტიჯო, 9. ალეხო დურანი; 1. როდოლფო დე’მულა, 2. არტურო ავალო (კაპ.), 3. მარიო საგარიო, 4. როდრიგო ესპიგა, 5. ფრანკო ლამანა, 6. ხუან დე’ფრეიტასი, 7. ფერნანდო ვასკოუ, 8. ხუან გამინარი.
სათადარიგოები: 16. ნიკოლას კლაპენხავი, 17. ალეხო კორალი, 18. გასტონ ივარვურუ, 19. ხოსე კორონელი, 20. ხუან ტასისტრო, 21. ხერმან ალვანელი, 22. სანტიაგო კორე.
მწვრთნელი: პავლო ლემოინე
სამხ. აფრ. საპრეზიდნეტო XV: 15. ჟაკენ იანსენი, 14. ვილმორე ლოუ, 13. სტეფან ვატერმეიერი, 12. ადრიან ენგელბრეხტი, 11. იერომ პრეტორიუსი, 10. რიკარდო კროი, 9. სინოვუიო ნიოკა; 1. ხვეზილოკუსა მხაფუ, 2. ეშთონ კონტანტი, 3. მარტინ დრეიერი, 4. ბრენდან სნეიმანი (კაპ.), 5. ლუბაბალო მიტანდა, 6. იაკო ბოუველი, 7. უზეირ კასიმი, 8. სანდრე იორდანი.
სათადარიგოები: 16. ფრანკ ჰერნი, 17. ივან ესპაი, 18. ედუან ფან დერ ვალტი, 19. რენალდო ბოთმა, 20. კებე ლაქი, 21. როსკო სპეკმანი, 22. კუნრად ფან ვეიკი.
მწვრთნელი: ჯიმი სთოუნჰაუსი
რეფერი: პიტერ ფითსგიბონი (ირლანდია)
კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე
საქართველო - მზარდი ირლანდია (19:00)
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), 14. ირაკლი მაჩხანელი (არმაზი, კაპ.), 13. დავით კაჭარავა (როდეზი), 12. მერაბ შარიქაძე (აკადემია), 11. თამაზ მჭედლიძე (მონ-დე-მარსანი), 10. ლაშა მალაღურაძე (ბანიერი), 9. გიორგი ბეგაძე (ბათუმი); 1. ირაკლი მირცხულავა (ტარბი), 2. რევაზ ბელქანია (ლელო), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. ვახტანგ მაისურაძე (ალბი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი), 7. ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი), 8. გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (ბანიერი), 17. გიორგი თეთრაშვილი (ალბი), 18. გიორგი ნემსაძე (ტარბი), 19. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 20. ვაჟა ხუციშვილი (ხარები), 21. ლაშა ხმალაძე (ლელო), 22. თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მზარდი ირლანდია: 15. დევიდ ჰერნი, 14. ნაიალ მორისი, 13. ეოინ გრიფინი, 12. მაიქლ ალენი, 11. თირნან ო’ჰალორანი, 10. იენ ქითლი, 9. მაიქლ ჰინი; 1. ჯეკ მაკ’გრასი, 2. რობ ჰერინგი, 3. მაიქლ ბენტი, 4. ლუის სტივენსონი, 5. დევიდ ფოლი, 6. რის რადოკი (კაპ.), 7. დომინიკ რაიანი, 8. რობი დაიაქი.
სათადარიგოები: 16. ნაიალ ენეთი, 17. რიჩარდ ლუთონი, 18. იენ ნეგლი, 19. ჯორდი მერფი, 20. ჯონ ლუნი, 21. ნოელ რიდი, 22. ბრენდან მაქენი.
მწვრთნელი: ალენ ქლარქი
რეფერი: ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია)
კიდეებზე: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი
11 ივნისი. სამშაბათი. II რაუნდი
მზარდი ირლანდია - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (17:00)
საქართველო - ურუგვაი (19:00)
16 ივნისი. კვირა. III რაუნდი
საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)
ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია