არგენტინაში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეში მყოფმა უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” სერიის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყეს. შაბათს “პუმიტასთან” გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, მათ 1 დღე სრულად აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს, შემდეგ კი სრულფასოვანი ვარჯიში განაახლეს.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი “ბორჯღალოსნებისთვის” სამხრეთამერიკული ტურნე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპს წარმოადგენს. ტურნირი 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება. არგენტინა-ურუგვაიდან დაბრუნების შემდეგ, მსოფლიომდე გუნდი საბოლოო, გენერალურ შეკრებას საქართველოში ამართავს, რის კვალადაც სამწვრთნელო შტაბი სატურნირო რაზმს დაასახელებს.
დარჩენილი მატჩების განრიგი
არგენტინა – საქართველო
24 თებერვალი, ბუენოს აირესი – 15:30 ადგ. დროით (საქ. დროით 22:30)
ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო – 16:00 ადგ. დროით (საქ. დროით 23:00)
4 მარტი, მონტევიდეო – 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00)
შეგახსენებთ, რომ არგენტინიდან და ურუგვაიდან ტურნეს მატჩების ტელე ან ინტერნეტ ტრანსლაცია არ წარმოებს, ამიტომ პირველი მატჩის მსგავსად, იწარმოებს ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ თვითერზე @GeorgianRugby
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეც მაგის მედი მაქვს,რომ აკლიმატიზაციის პრობლემა აღარ იქნება
იმედია აკლიმატიზაციის პრობლემა აღარ იქნება მეორე მატჩში და ბევრად უკეთ შევერკინებით.