საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, დუბლინში ირლანდიას პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართა, საკუთარი ლელო ხელუხლებლივ შეინახა, მაგრამ სამი ჯარიმა გაუშვა და 0:9 მარცხდება.
მატჩის დებიუტში და მერეც ერთი-ორჯერ “ბორჯღალოსნებმა” შეტევაშიც სცადეს ბედი, თუმცა ტექნიკურმა წუნმა ქართველებს მეტოქის 22-ში შესვლის საშუალება არ მისცა. საქართველოს ნაკრებს ქულის აღების შანსი ჯარიმიდან ერთხელ ჰქონდა (კვირიკაშვილმა კუთხიდან ააცილა), მაგრამ დაცვაში თავგანწირული თამაშით ქები ნამდვილად დაიმსახურა. ირლანდიას რამდენჯერმე ჰქონდა ლელოს გატანის შანსი, თუმცა ბოლო ფაზებში დაცვა მედგრად დადგა.
ქართველებს მსაჯი ძალიან ხშირად აჯარიმებდა და იან მედიგანმა ორი მათგანი 3-3 ქულად აქცია. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ბურთი დაკარგა, მორიგი ჯარიმისთვის გიორგი ბეგაძე რეფერიმ სინბინით დასაჯა, ხოლო მედიგანმა პირველი ტაიმის შემდეგ 9:0 დააფიქსირა. მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში ქართველებს კაცნაკლული მოუწევთ თამაში.
16 ნოემბერი. ირლანდია. დუბლინი. “ავივა სთედიუმი”
ირლანდია - საქართველო 9:0 (პირველი ტაიმი)
ირლანდია: 15. ფელიქს ჯოუნზი, 14. კრეიგ გილროი, 13. დარენ ქეივი, 12. გორდონ დ’არსი, 11. საიმონ ზებო, 10. იან მედიგანი, 9. ეონ რედანი; 1. დეივ ქილქოინი, 2. რიჩარდ სტრაუსი, 3. მიკ როსი, 4. დეივ ფოლი, 5. მიკ მაკ’კარტი, 6. დომინიკ რაიანი, 7. ტომი ო’დონელი, 8. რობი დიაქი.
სათადარიგოები: 16. სეან ქრონინი, 17. ჯეკ მაკ’გრასი, 18. როდნი აჰ’იუ, 19. დევინ თონერი, 20. რობინ ქოპლენდი, 21. კიარან მარმიონი, 22. იან ქითლი, 23. სტუარტ ოლდინგი.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
მსაჯი ჯეი-პი დოილი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია