ამბები

15:39 | 11.06.2013 | ნანახია 2031 - ჯერ

მინისტრმა IRB-ს მაღალჩინოსანს უმასპიძლა

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) წარმომადგენელს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ მოთამაშეს – ჯონ ჯეფრის, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში რაგბის დღევანდელ მდგომარაობაზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანმხვედრ მუშაობასა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

მათ შორის ყურადღება გამახვილდა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამასა და რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე, რასაც ქართული რაგბის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ჯეფრიმ მინისტრთან შეხვედრამდე რამდენიმე დასრულებული თუ მშენებარე სარაგბო სტადიონი მოინახულა და ნანახით განსაკუთრებულად კმაყოფილი დარჩა.

დღესვე, შოტლანდიელი სტუმარი მინისტრთან ერთად თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის – თბილისის IRB-ს თასის მორიგი ტურის შეხვედრებს დაესწრება, საქართველოს კი 12 ივნისს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საღამოს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჯერ მზარდი ირლანდია და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები (დასაწყისი 17:00) ითამაშებენ, შემდეგ კი ერთმანეთის პირისპირ საქართველოსა და ურუგვაის (19:00) გუნდები დადგებიან.

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082469