ავჭალის სტადიონზე მიმდინარე თბილისის თასის პირველი გათამაშების მეორე ტურის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო 15-მა მზარდი ირლანდია 19:8 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა. ამ ეტაპისთვის აფრიკელებს 9 ქულა აქვთ, ხოლო ირლანდიას 4.
თუკი დღეს საქართველოს ნაკრები ურუგვაის დამარცხებას მოახერხებს ისე, რომ ოთხი ლელო გაიტანოს და პრემიალური ქულა აიღოს, მაშინ დასკვნით ტურში ქართველ მორაგბეებს სამხრეთ აფრიკასთან გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის მოგების შანსი ექნებათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია