ამბები

18:04 | 12.06.2013 | ნანახია 2142 - ჯერ

მორაგბეები არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროგრამაში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება ,,არასრულწოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის"  ხელშეწყობის პროგრამა.

პროგრამა მიზანად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტის აქტიური გამოყენებით, არაფორმალური განათლების და პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფით. პროექტი 2013 წლის მარტიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მიმდინარეობს:

  • ფეხბურთის სწავლება
  • რაგბის სწავლება
  • ხეზე კვეთახის მხატვრული დამუშავების გაკვეთილები
  • გიტარის  გაკვეთილები
  • კინოლექტორიუმი-ლექცია-სემინარებიკინოჩვენებები განხილვებით
  • კომპიუტერული კურსები -პროგრამირება და ვებდიზაინი

12 მაისს,  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებას, საერთაშორისო სარაგბო ტურნირის „Tbilisi Cup"-ის მონაწილე ქართველი, სამხრეთ აფრიკელი და ურუგვაელი მორაგბეები ეწვივნენ:

სამხრეთ აფრიკა - სტეფან ვუოტერმეიერი, რიკარდო კროი, ედვარდ მაინერსი

ურუგვაი - სანტიაგო კორ, ჯოზე კორონელ

საქართველო - კოტე მიქაუტაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, დავით კაჭარავა

საქართველოს რაგბის კავშირი - ალექსანდრე უჯმაჯურიძე

IRB (რაგბის საერთაშორისო საბჭო) - ენდრიუ ჰოგან

სპორტსმენებმა ბავშვებთან ერთად რაგბი ითამაშეს და საჩუქრად ბურთები მიუტანეს, შემდეგ კი ციხის ტერიტორია დაათვალიერეს.

სამინისტროს პრესსამსახური

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077997