თბილისის თასის პირველი გათამაშების დასკვნით დღეს სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო თხუთმეტმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21:16 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მორაგბეებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და პირველი ტაიმი მხოლოდ 13:16 დათმეს. მეორე ნახევარში კი, მათ წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ აფრიკელებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია