16 ივნისს, IRB თბილისის თასის პირველი გათამაშების საფინალო დღის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები არგენტინაში გაემგზავრა, სადაც 22 ივნისს ქალაქ სან ხუანში მასპინძელ არგენტინის გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი ბუენოს აირესს ესტუმრა, სადაც მომავალი მატჩისთვის აქტიური მზადება დაიწყო.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა
IRB თბილისის თასის გათამაშების ბოლო რაუნდში თბილისის “ლოკომოტივის“ მორაგბემ გივი ბერიშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო და არგენტინულ შეკრებას გამოაკლდა. მის ნაცვლად ნაკრებთან ერთად “არმიას” მოთამაშე ბექა ბიწაძე გაემგზავრა.
სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებთან მატჩის პირველ ნახევარში, კონსტანტინე მიქაუტაძემ, როგორც შემდგომ დადგინდა, აფრიკელების 2 ნომერი სახიფათოთ შებოჭა, რის გამოც იგი სინბინით დასაჯეს და მოედანი ათი წუთით დაატოვებინეს.
მატჩის შემდეგ, კომისრის და სამართლებრივი საკითხების ოფიცრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტზე მოსმენა მოეწყო. სამწუხაროდ, მათ აღნიშნული ბოჭვა განზრახ უხეშობად მიიჩნიეს და მიქაუტაძე ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
იმ შემადგენლობაში, რომელიც არგენტინელ “პუმებს” უნდა დაუპირისპირდეს, 16 ფრანგულ კლუბებს წარმოადგენს, ერთი – ინგლისურს, ხოლო 8 მორაგბე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდანაა.
შერკინება
1. ჯაბა ბრეგვაძე – ტულუზა, საფრანგეთი
2. რევაზ ბელქანია – ლელო
3. ვასილ კაკოვინი – ტულუზა, საფრანგეთი
4. დავით ზირაქაშვილი – კლერმონი, საფრანგეთი
5. ლევან ჩილაჩავა – ტულონი, საფრანგეთი
6. ირაკლი მირცხულავა – ტარბი, საფრანგეთი
7. ანტონ ფეიქრიშვილი – კასტრი, საფრანგეთი
8. ლევან დათუნაშვილი – ორიაკი, საფრანგეთი
9. ვახტანგ მაისურაძე – ალბი, საფრანგეთი
10. შალვა სუთიაშვილი – მასი, საფრანგეთი
11. ბექა ბიწაძე – არმია
12. ვიტო კოლელიშვილი – კლერმონი, საფრანგეთი
13. გიორგი ნემსაძე – ტარბი, საფრანგეთი
14. გიორგი ჩხაიძე – ტარბი, საფრანგეთი
უკანა ხაზი
15. გიორგი ბეგაძე –
16. ვაჟა ხუციშვილი – ხარები
17. ლაშა ხმალაძე – ლელო
18. მერაბ შარიქაძე – ჰართფური, ინგლისი
19. დავით კაჭარავა – როდეზი, საფრანგეთი
20. ირაკლი მაჩხანელი – არმაზი
21. ირაკლი ყიასაშვილი – ლელო
22. თამაზ მჭელიძე – მონტმარსანი, საფრანგეთი
23. ბექა წიკლაური – ლოკომოტივი
24. ლაშა მალაღურაძე – სტად ბანიერი, საფრანგეთი
25. ალექსანდრე თოდუა – ალბი, საფრანგეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია