ამბები

0:17 | 25.06.2013 | ნანახია 3203 - ჯერ

ქართული შვიდკაცა მსოფლიოს თასისთვის დაირაზმა

ახლოვდება შვიდკაცა რაგბში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც 28-30 ივნისს მოსკოვში გაიმართება. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები D პულში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს, ახალი ზელანდიის, აშშ-სა და კანადის ნაკრებებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი შვიდკაცელები 28 ივნისს 16:06 საათზე ამერიკის ნაკრებს ეთამაშებიან. 29 ივნისს, “ბორჯღალოსნებს” უფრო რთული დღე ელით, ვინაიდან 09:44 საათზე ისინი ახალ ზელანდიას შეხვდებიან, 13:46-ზე კი – კანადას.

ქართველი მორაგბეები მოსკოვისკენ გეზს დღეს ნაშუადღევს აიღებენ. გამგზავრებამდე ნაკრების მწვრთნელებმა, კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ნაკრების შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. ეროვნული ნაკრების კაპიტან ირაკლი მაჩხანელს ურუგვაისთან თამაშისას მიღებული ტრავმა არგენტინის წინააღმდეგ მატჩში გაუმიზეზდა, რის გამოც იგი გიორგი ფრუიძემ შეცვალა.

სამწუხაროდ, “ბორჯღალოსნებისა” და “პუმების” მატჩის მსგავსად, ქართულმა ტელეარხებმა არც მოსკოვში გასამართი თამაშების ტრანსლირების უფლების შეძენა ინებეს, ამდენად, კვლავ ინტერნეტში სთრიმ-ბმულებით დაკმაყოფილება მოგვიწევს.

 

ქართული შვიდკაცა მსოფლიოს თასზე

გიორგი ჯიმშელაძე, ვიტო კოლელიშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ფრუიძე, ბიძინა სამხარაძე, მერაბ შარიქაძე, რევაზ გიგაური, ზურაბ ძნელაძე, ირაკლი გეგენავა, ბახვა კობახიძე, შალვა მახარაშვილი, ალექსანდრე თოდუა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079608