ტოპ 14

23:56 | 21.02.2016 | ნანახია 1404 - ჯერ

ნატრიაშვილის პირველი ელიტური ლელო (+ვიდეო)

იური ნატრიაშვილმა, რომელიც ერთი თვეც არაა რაც ფრანგულ „ტულონს“ შეუერთდა და ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ მეორედ ითამაშა შეცვლაზე, 70-ე წუთზე ლელოს ავტორი გახდა. 32 წლის მორაგბისთვის ეს პირველი ლელოა საფრანგეთის ტოპ 14-ში.

ნატრიაშვილმა საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში პირველად 2011/2012 წლების სეზონში, „ბრივის“ შემადგენლობაში ითამაშა. მერე იყო უმძიმესი ტრავმა და დიდი დაღმასვლა, მაგრამ მიმდინარე სეზონის წინ „სამედიცინო ჯოკერად“ „კლერმონმა“ აიყვანა. ამ შეთანხმებას ვადა ნოემბერში გაუვიდა და ახლა მისით „ტულონი“ გაძლიერდა. ქართველმა კვაჭმა „ოიონაქსთა“ სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (44:13) შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს ლევან ჩილაჩავა, ხოლო მამუკა გორგოძე და კოტე მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

მანამდე, 19 თებერვალს „სტად ფრანსე“ „ბრივს“ დაუპირიპსირდა და მისი დამარცხება მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხა. პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (6:12), 47-ე წუთზე მორნი სტეინმა საჯარიმო დარტმით სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ „ბრივი“ დანებებას არ აპირებდა და 50-ე წუთზე ნამის ლელოთი სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს. ლელოდან 4 წუთში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, რაქში ჩავარდნისათვის სანკონი სინბინით დაისაჯა. 57 წუთზე მასპინძლებმა პირველი ლეოლოს დადება მოახერხეს, მარცხენა ფლანგზე ჩათამაშებული კომბინაცია კამარამ ლელოდ აქცია, კაცნაკლულმა „ბრივმა“ მეორე ლელო 63-ე წუთზე მიიღო, ამის შემდეგ ანგარიში მხოლოდ „სტად ფრანსეს“ სასარგებლოდ შეიცვალა და საბორლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 32:17.

კარლენ ასიეშვილი, გიორგი ჟღენტი („ბრივი“) და ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“) თავიანთი გუნდების მარქაფში იყვნენ. ასიეშვილი თამაშში მალევე, მე-5-ე წუთზე ჩაერთო ტრამვირებული დემიენ ლევერნის ნაცვლად, მან შეტევაში 1 პასი გააკეთა, 5-ჯერ შეუტია ბურთით და 14 მეტრი გაიარა, ერთხელ გაჭრა ხაზი, 2 მეტოქე დაიბრიყვა და 1 ოფლოუდი მიითვალა, დაცვაში 7 ბოჭვა გააკეთა, ამასთნავე 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა, ლელოც დადო, მაგრამ ტელე-რეფმა ბურთის აღებისას წინ დავარდნა დაუფიქსირა და ლელო გაუქმდა. ჟვანია მოედანზე პირველად 31-ე წუთზე გამოჩნდა პირველ ხაზში გასინბინებული ტაულაფოს ადგილის დასაკავებლად და 41-ე წუთზე სკამზე დაბრუნდა, ხოლო საბოლოოდ მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, საერთო ჯამში 25 წუთი ითამაშა და 4-ჯერ შებოჭა მეტოქე. ხოლო გიორგი ჟღენტი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა, 2-ჯერ შებოჭა მეტოქე და 1 შეტევაში მხოლოდ 1 მეტრით წაწია ბურთი. „სტად ფრანსემ“ ამ მოგებით ჯამში 26 ქულა მოაგროვა, მაგრამ მოქმედ ჩემპიონს საპლეიოფო ზონამდე ჯერაც ბევრი აშორებს.

კვლავ დამარცხდა გათამაშების მაჩანჩალა „აჟენი“. ამჯერად მათზე ძლიერი „ბორდო“ აღმოჩნდა - 24:19. ქართველი გარემარბი თამაზ მჭედლიძე „აჟენი“-ს სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა, მან ბურთით 3-ჯერ შეუტია და 21 მეტრი გაიარა, 2 მეტოქე გააბითურა და 1 ოფლოუდიც გაახერხა, ხოლო მეტოქე 2-ჯერ შებოჭა.

გათამაშების ლიდერი „რასინგ-92“ „გრენობლს“ ეწვია და საათის თავზე 11 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კონცენტრირება მოახერხა და საბოლოო ჯამში მეტოქე 4 ქულით დაამარცხა - 39:35, რითაც ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. თამაშში მარქაფიდან ჩაერთო ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც მოედანზე 50-ე წუთზე შევიდა. მან მოედანზე ყოფნისას მეტოქე სამჯერ შებოჭა.

ქართული დაპირისპირება გაიმართა ლა როშელში, სადაც მასპინძლები „ტულუზს“ დაუხვდნენ და 28:8 დაამარცხეს. შერკინებაში 53-ე წუთამდე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ გაგი ბაზაძე („ლა როშელი“) და ვასილ კაკოვინი („ტულუზი“), მანამ სანამ ეს უკანასკნელი არ შეცვალეს, ხოლო ბაზაძემ მოედანზე 62 წუთი გაატარა. ამ პერიოდში ბაზაძემ 3 პასი გააკეთა, 4-ჯერ შეუტია და 5 მეტრით წაწია ბურთი, ხოლო დაცვაში 4-ჯერ შებოჭა მეტოქე, კაკოვინმა კი, მეტოქეები 3-ჯერ შებოჭა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

საკუთარ მოედანზე მოულოდნელად დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის და დავით ქუბრიაშვილის „მონპელიე“, თანაც ერთ-ერთ აუტსაიდერ „პო“-სთან - 16:19. საქართველოს ნაკრების ორივე ბურჯი ძირითდში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარეს. მსაჯმა, რომელზეც უნდა აღინოშნოს, რომ ცოტა უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, „ნარო“ 4-ჯერ, ხოლო „დუდუ“ 2-ჯერ დააჯარიმა. სხვა სტატისტიკა ასე გამოიყურება: ნარიაშვილმა შეტევაში 2 პასი გააკეთა, 9-ჯერ შეუტია და 9 მეტრით წაწია ბურთი, ქუბრიაშვილი კი 2 პასით, 7 შეტევით და 10 მეტრით წაწეული ბურთით „შეეწია“ თანაგუნდელებს. დაცვაში ნარიაშვილი გაუვალი იყო და 6-ჯერ შებოჭა მეტოქე, ამდენივე ბოჭვა შეასრულა ქუბრიშვილმა, ხოლო ერთხელ მეტოქე დაუსხლტა და ბოჭვა გაუცუდდა.

შაბათის კიდევ ერთ შეხვედრაში „კლერმონმა“ სტუმრად ძლია „კასტრი“ (28:17), დავით ზირაქაშვილი ტრამვას იშუშებს, ხოლო ვიქტორ კოლელიშვილი დისკვალიფიცირებულია.

ტოპ 14. XV ტური

სტად ფრანსე - ბრივი 32:17

კასტრი - კლერმონი 17:28

ბორდო - აჟენი 24:19

მონპელიე - პო 16:19

გრენობლი - რასინგი 35:39

ლა როშელი - ტულუზი 28:8

ოიონაქსი - ტულონი 13:44

1.

რასინგი

14

11

1

2

309:260

48

2.

ტულონი

15

9

0

6

460:285

46

3.

ტულუზი

14

9

0

5

371:204

43

4.

კლერმონი

14

8

1

5

368:251

43

5.

ბორდო

15

9

1

5

314:284

41

6.

მონპელიე

14

8

0

6

348:337

37

7.

ბრივი

14

8

0

6

269:243

36

8.

კასტრი

14

7

0

7

311:301

33

9.

ლა როშელი

14

6

0

8

292:309

30

10.

გრენობლი

14

6

0

8

358:382

29

11.

სტად ფრანსე

14

6

0

8

277:302

26

12.

პო

14

5

1

8

226:386

24

13.

ოიონაქსი

14

3

0

11

233:455

14

14.

აჟენი

14

2

0

12

278:415

11

XVI ტური. 27-28 თებერვალი

ტულონი - ბრივი, სტად ფრანსე - გრენობლი, აჟენი - ლა როშელი, კლერმონი - ოიონაქსი, პო - ბორდო, რასინგი - კასტრი, ტულუზი - მონპელიე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111614