ამბები

22:19 | 29.06.2013 | ნანახია 2589 - ჯერ

დანავსული 26-ის შემდეგ, მოსკოვში ჰონკონგი გველის

მოსკოვში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასზე 7-კაცა რაგბში, ჯგუფური ეტაპები დასრულდა და გაირკვა იმ რვა გუნდის ვინაობა, რომლებიც მთავარი პრიზისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ჯგუფების გამარჯვებულ ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას, კენიას, ახალ ზელანდიას, უელსს და ინგლისს, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი - საფრანგეთი და ფიჯი შეუერთდნენ. სამწუხაროდ, ჯგუფში სამივე თამაში დათმო, ბოლო ადგილი დაიკავა და მხოლოდ XVII-XXIV ადგილებისათვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნაკრები. კახა ალანიას შეგირდებმა, ახალი ზელანდიის, კანადისა და აშშ-ს ნაკრებებისგან ერთნაირად 4-4 ლელო გაუშვეს და სამივე მატჩში, ჯამში 26:26 ქულა მიიღეს.

“ბორჯღალოსნებს” მოგების შანსი მხოლოდ კანადასთან ჰქონდათ, მაგრამ საკუთარი შეცდომების ხარჯზე 19:26 დამარცხდნენ. ასეთივე შედეგი დაფიქსირდა აშშ-სთან შეხვედრაში, მაგრამ იქ, მეტოქემ ქულები პირველსავე ტაიმში დააგროვა და მდევარ საქართველოს, გამარჯვების შანსი არ ჰქონია. ბიჭებმა მედგრად იბრძოლეს წლევანდელი სერიის გამარჯვებულ ახალ ზელანდიასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 7:26. ჯგუფების ბოლოადგილოსნებს შორის, ქართველებმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და რამდენიმე მესამეადგილოსანსაც აჯობეს, მაგრამ მთავარი მაინც გამარჯვებისთვის მიღებული ქულებია.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვე მერაბ კვირიკაშვილია, რომელმაც 3-ჯერ დაამიწა ბურთი მეტოქეთა ჩათვლის მოედანში, მაგრამ ამდენივე ლელო კიდევ არაერთ მორაგბეს აქვს გატანილი, 8 მოთამაშეს კი, ანგარიშზე 4-4 ლელო აქვთ. კვირიკაშვილი 21 ქულით მე-5 ადგილზეა საუკეთესო ბომბარდირებს შორის და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.

ხვალ, თბილისის დროით 10:14 საათზე საქართველოს ნაკრები ჰონკონგს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში იაპონია-ფილიპინებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

2013 წლის მსოფლიო თასი 7-კაცა რაგბში

რუსეთი. მოსკოვი. “ლუჟნიკი”. 28-30 ივნისი

A ჯგუფი

ავსტრალია - ესპანეთი 21:0

საფრანგეთი - ტუნისი 24:7

ავსტრალია - ტუნისი 40:7

საფრანგეთი - ესპანეთი 21:17

ესპანეთი - ტუნისი 24:26

ავსტრალია - საფრანგეთი 17:17

 

1 ავსტრალია
3 2 1 0 78-24 8
2 საფრანგეთი
3 2 1 0 62-41 8
3 ტუნისი 3 1 0 2 40-88 5
4 ესპანეთი
3 0 0 3 41-68 3

 

B ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 31:0

შოტლანდია - იაპონია 19:17

სამხრეთ აფრიკა - იაპონია 33:0

შოტლანდია - რუსეთი 21:5

სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 41:0

რუსეთი - იაპონია 12:12

 

1 სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 105-0 9
2 შოტლანდია 3 2 0 1 40-63 7
3 იაპონია 3 0 1 2 29-64 4
4 რუსეთი 3 0 1 2 17-64 4

     C  ჯგუფი

    სამოა - ზიმბაბვე 21:14

    კენია - ფილიპინები 45:5

    სამოა - ფილიპინები 29:0

    კენია - ზიმბაბვე 31:5

    ზიმბაბვე - ფილიპინები 19:7

    სამოა - კენია 12:17

     

    1 კენია 3 3 0 0 93-22 9
    2 სამოა 3 2 0 1 62-31 7
    3 ზიმბაბვე 3 1 0 2 38-59 5
    4 ფილიპინები 3 0 0 3 12-93 3

       D ჯგუფი

      ახალი ზელანდია - კანადა 31:12

      აშშ - საქართველო 26:19

      ახალი ზელანდია - საქართველო 26:7

      აშშ - კანადა 14:15

      კანადა - საქართველო 26:19

      ახალი ზელანდია - აშშ 26:19

      1 ახალი ზელანდია 3 3 0 0 83-38 9
      2 კანადა
      3 2 0 1 53-64 7
      3 აშშ 3 1 0 2 59-60 5
      4 საქართველო 3 0 0 3 45-78 3

       

      E ჯგუფი

      ფიჯი - ტონგა 45:0

      უელსი - ურუგვაი 33:5

      ფიჯი - ურუგვაი 47:0

      უელსი - ტონგა 28:19

      ტონგა - ურუგვაი 36:0

      ფიჯი - უელსი 14:19

      1 უელსი 3 3 0 0 80-38 9
      2 ფიჯი 3 2 0 1 106-19 7
      3 ტონგა 3 1 0 2 55-73 5
      4 ურუგვაი 3 0 0 3 5-116 3

       

      F ჯგუფი

      ინგლისი - პორტუგალია 21:7

      არგენტინა - ჰონკონგი 47:7

      არგენტინა - პორტუგალია 10:17

      ინგლისი - ჰონკონგი 38:7

      პორტუგალია - ჰონკონგი 14:17

      ინგლისი - არგენტინა 14:12

      1 ინგლისი 3 3 0 0 73-26 9
      2 არგენტინა 3 1 0 2 69-38 5
      3 პორტუგალია 3 1 0 2 38-48 5
      4 ჰინკონგი 3 1 0 2 31-99 5

      30 ივნისი

      მეოთხედფინალები XVII-XXIV ადგილებისთვის

      ტუნისი - ურუგვაი

      რუსეთი - ესპანეთი

      ჰონკონგი - საქართველო

      იაპონია - ფილიპინები

      მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის

      სამოა - ზიმბაბვე

      არგენტინა - აშშ

      შოტლანდია - პორტუგალია

      კანადა - ტონგა

      თასის მეოთხედფინალები

      სამხრეთ აფრიკა - ფიჯი

      ახალი ზელანდია - უელსი

      ინგლისი - ავსტრალია

      კენია - საფრანგეთი

       

       


      კომენტარები (0)

      კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

      FB ავტორიზაცია
      0.123633