ამბები

23:32 | 30.06.2013 | ნანახია 3241 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების მეტოქე 2013 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ჯგუფში “ბორჯღალოსანთა” 26:7 მძლეველმა ახალმა ზელანდიამ, ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და მთავარი პრიზი შემართა.

მეოთხედფინალში “ოლ ბლექსმა” უელსსაც ოთხი ლელო გაუტანა, თავად ორი გაუშვა და 26:10 იმარჯვა. მოსკოვში მოსული თქეშის გამო, ნახევარფინალური შეხვედრა საათზე მეტი ხნით შეწყდა, მაგრამ ამან ზელანდიელებს ხასიათი ვერ წაუხდინა და მათ ფიჯი 17:0 დაამარცხეს, ხოლო ინგლისი უფრო ცუდ დღეში ჩააგდეს და 33:0 გაანადგურეს. მესამე ადგილი ფიჯის ერგო, რომელმაც კენია 29:5 დაამარცხა.

ჯგუფში ქართველთა კიდევ ერთმა მეტოქე კანადამ, დასკვნით დღეს სამივე თამაში მოიგო და სინის მფლობელი გახდა. ჩრდილოამერიკელებმა ჯერ ტონგა დატოვეს ნულზე (26:0), მერე შოტლანდიას სძლიეს 21:7 და გადამწყვეტ ჯახში სამოას აჯობეს 19:12. საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან პრაქტიკულად მოგებული შეხვედრა რომ დათმო, მერე აზიელები XVII ადგილისთვის მასპინძელ რუსეთს დაუპირისპირდნენ და “დათვებმა” 29:5 მოგებით ფარი დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთნახსენები წვიმის გამო, ბოლო მატჩები წყალბურთს დაემსგავსა, მაგრამ ყველა გუნდი თანაბარ პირობებში იყო და ეს არავის წარმატებას არ აკნინებს. მერაბ კვირიკაშვილმა 4 ლელო გაიტანა, ჯამში 38 ქულა მოაგროვა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 49 ქულით წარმოშობით იაპონელი, მაგრამ კანადის ნაკრებში მობურთალი ნეითან ჰირაიამა გავიდა, ხოლო მეორე ადგილი ფიჯელ მეტიუსელა ტალებულას ერგო (43 ქულა), რომელიც 7 ლელოთი საუკეთესო მელელოვე გახდა.

 

2013 წლის მსოფლიო თასი 7-კაცა რაგბში

რუსეთი. მოსკოვი. “ლუჟნიკი”. 28-30 ივნისი

30 ივნისი

მეოთხედფინალები XVII-XXIV ადგილებისთვის

ტუნისი - ურუგვაი 7:12

რუსეთი - ესპანეთი 17:7

ჰონკონგი - საქართველო 10:31

იაპონია - ფილიპინები 50:0

მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის

სამოა - ზიმბაბვე 26:17

არგენტინა - აშშ 28:5

შოტლანდია - პორტუგალია 17:0

კანადა - ტონგა 26:0

თასის მეოთხედფინალები

სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 10:12

ახალი ზელანდია - უელსი 26:10

ინგლისი - ავსტრალია 21:17

კენია - საფრანგეთი 24:19

XVII ადგილის ნახევარფინალები

ურუგვაი - რუსეთი 0:38

საქართველო - იაპონია 21:24

IX ადგილის ნახევარფინალები

სამოა - არგენტინა 21:14

შოტლანდია - კანადა 7:21

თასის ნახევარფინალები

ფიჯი - ახალი ზელანდია 0:17

ინგლისი - კენია 12:5

XVII ადგილისთვის

რუსეთი - იაპონია 29:5

IX ადგილისთვის

სამოა - კანადა 12:19

III ადგილისთვის

ფიჯი - კენია 29:5

ფინალი

ახალი ზელანდია - ინგლისი 33:0

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.216444