გაირკვე იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ყაზანის 2013 წლის მსოფლიო უნივერსიადის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრების მეტოქეები იქნებიან.
ყაზანში 7-კაცა რაგბის თამაშები 14-15 ივლისს გაიმართება და ქართველთა მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და მალაიზიის ნაკრებები იქნებიან. განრიგის მიხედვით, 14 ივლისს საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები პირველ მატჩში 11:34 საათზე ბელგიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 15:36 საათზე დიდი ბრიტანეთს ეთამაშება. 15 ივლისს, 11:50 საათზე ქართველი მორაგბეები ჯგუფურ ეტაპს მალაიზიის ნაკრებთან თამაშით დაასრულებენ და ჯგუფურ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებს ვეტერანი მორაგბე ზაზა ლეჟავა წვრთნის, რომელიც უკრაინის ეროვნული და 7-კაცა ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით საუნივერსიტეტო ნაკრებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სახელით ცოტა ხნის წინ ევროპის უნივერსიტეტთა ჩემპიონატზე ითამაშა და ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრები: 1. ბაჩო კოლელიშვილი, 2. დიტო კალანდაძე, 3. ჯიმი ღამბაშიძე, 4. ბაჩო ჯოგლიძე, 5. გიორგი ჭყოიძე, 6. ალექსი ხუციშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. ივა დავითაშვილი, 9. შაკო დავითაშვილი, 10. ლევან გოგოლაშვილი, 11. ირაკლი გეგენავა, 12. ბახვა კობახიძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია