საფრანგეთი პრო დ2

18:54 | 21.02.2016 | ნანახია 1301 - ჯერ

პრო დ2-ის მე-19 ტურში ქართველების სტატისტიკა

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში გასულ უქმეებზე მე-19-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის პირველ შეხვედრაში „ბურგონი“ „ბეიონს“ დაუპირისპირდა და 18:20 დამარცხდა. პრიველი ტაიმი მასპინძლებმა მოგისე 15:10 და 49 წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა შემატეს აქტივს, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა იძალეს, 58 წუთზე გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო 76 წუთზე ვილოამ დუ პლესმა საჯარიმო დარტყმით სტუმრებს გამარჯვება მოუტანა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეუნარჩუნა, მასპინძლები კი, ოდენ ბონუს ქულას დააჯერა. ანტონ ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

ტურის ძირითდი ნაწილი 19 თებერვალს ჩატარდა. „ალბიმ“ მეოთხე ადგილზე მყოფი „კოლომიეს“ უმასპინძლა და შინ დამარცხებული გაუშვა (18:17), რაც სტუმრებს ცხრილში მე-4-ე ადგილის დაკარგვად დაუჯდათ. ბურჯი ბექა შეყლაშვილი „ალბის“ მარქაფში იყო და თამაშში 48-წ წუთზე ჩაერთო.

ბონუს ქულით და დიდი სხვაობით დაამარცხა „ორიაკმა“ „ნარბონი“ (45:7), რომელთა რიგებშიც პირველი ტაიმი ითამაშა შუამარბმა მერაბ შარიქაძემ, ხოლო მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი ასევე სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, ამავე წუთზე „ნარბონის“ შემადგენლობაში მოედანზე შევიდა ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე.

ლაშა ლომიძის „ბეზიე“ სტუმრად დამარცხდა „კარკასონთან“ (17:18). ქართველ მესამეხაზელს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

განახცადში ასევე ვერ მოვხვდა „დაქსის“ ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე, მისმა თანაგუნდელებმა კი 21:17 დაამარცხეს „მონტობანი“ და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილიდან მე-15-ე ადგილზე აინაცვლეს.

გათამაშების უპირობო ლიდერმა „ლიონმა“ შინ გიორგი ზაქაშვილის „ექსი“ მიიღო და უპრობლემოდ დაამარცხა 36:12, თან ისე, რომ ბონუს ქულაც მიითვალა. აღსანიშნავია რომ შეხვედრაში გასული 48 ქულიდან არცერთი არ იყო საჯარიმო დარტყმით მოპოვებული. ქართველი ბურჯი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.

სატურნირო ცხრილში ქულა დაკლებულმა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა „ტარბმა“ შინ „მონ-დე-მარსანი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 33:13, მაგრამ 75-ე წუთზე მიღებული ლელოს გამო ბონუს ქულის აღება ვერ მოახერხა. „ტარბელი“ მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე და ბურჯი ირაკლი მირცხულავა მარქაფში იყვნენ და მოედანზე შესაბამისად 57-ე და 51-ე წუთებზე შევიდნენ, ხოლო ახალგაზრდა „ბორჯღალოსანი“, მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელმაც „მონ-დე-მარსანის“ შემადგენლობაში ზედიზედ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა (4 სასტარტო, 2 მარქაფი), ამჯერად განაცხადში არ იყო.

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079872