გულშემატკივრის გვერდი

13:49 | 21.02.2016 | ნანახია 1635 - ჯერ

20-წლამდელები - ჩვენი მომავლის იმედი!

გასული 2015 წელი ქართული რაგბის ისტორიაში ნამდვილად ახალი ფურცელია. წელი ბრწყინვალედ დაიწყო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი „სლემით“ მოიგო, შემდეგ კი, მსოფლიო თასზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, თორმეტეულში შევიდა და ავტომატურად გაინაღდა შემდეგ მსოფლიო თაზე თამაში.

არანაკლებ დაგვამახსოვრეს თავი ასაკობრივმა გუნდებმა - ჯერ 18-წლამდელებმა ევროპის ელიტრაუნდში, შემდეგ კი ჩვენმა 20-წლამდელებმა.

ამ წარმატებას თან მოჰყვა ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარება, ამჯერად მოედანს მიღმა - საქართველომ 20-წლამდელებში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო.

ამის შემდეგ ჩვენთვის აქამდე დაუძლეველი მსოფლიო „ალაფის“ დრო დადგა. 20-წლამდელებმა ბრწყინვალე თამაშები ჩაატარეს, გაანადგურეს მებრძოლი და საკმაოდ ძლირი ურუგვაის ნაკრები, მარტივად დაამრცხეს ერთ-ერთი ფავორიტი ფიჯი. რაც მთავარია ჩვენმა 20-წლამდელებმა ითამაშეს გამართული, საოცრად კარგი რაგბი, რითაც გულშემატკივრებს მომავლის დიდი იმედი ჩაუსახეს.

მოკლედ, ფინალში გავედით და ვითამაშეთ, მაგრამ რა ვითამაშეთ... საოცარი - დიახ, სწორი შეფასებაა საოცარი რაგბი, აი ისეთი, ელიტარულ გუნდებს რომ შეშვენით და გავიმარჯვეთ კიდეც 49-24.

მოკლედ მოვიგეთ „ალაფა“ და ეს შეიძლება რაღაცის ამოყირავება, რაღაც ეპოქის დასასრული, რაღაც ეპოქის დასაწყისადაც ჩაითვალოს.

ეს ბიჭები ახლა მსოფლიოსთვის ემზადებიან, გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება გველის - მინიმუმ ზედიზედ ორჯერ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე „უმცროსი ბორჯღალოსნების“ თამაშით დავტკბებით და ისე როგორ წავხდებით, შინაურ კედლებში მაინც ერთი თამაში ვერ მოვიგოთ და მსოფლიო თასზე ადგილი ვერ შევინარჩუნოთ?!.

ჩვენი ნაკრები ბოლოსწინა მოსამზადებელ პერიოდს სამხრეთ ამერიკაში გადის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებებთან ორ-ორი შეხვედრით. რაგბის გურმანები კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ველით, მოვლენას, რომელიც ჩვენებური რაგბისათვის განვითარების კიდევ ერთ საფეხურად იქცევა.

ავტორი: გიორგი მერმანიშვილი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:58 | 21.02.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.591482