ამბები

18:50 | 19.08.2013 | ნანახია 5466 - ჯერ

ავსტრალია დაქვეითდა, საქართველოს წინ იაპონიაა

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, გასულ შაბათ-კვირას გამართული სამი მატჩის შედეგად ორი ცვლილება მოხდა.

ოთხი ერის პირველ ტურში, ახალმა ზელანდიამ ავსტრალია სტუმრად სიდნეიში 15-ქულაზე მეტი სხვაობით რომ დაამარცხა (47:29), მონაგარს 1,47 ქულა შემატა და რეიტინგლიდერობა გაიმყარა. ამდენივე ქულა დაკარგა ავსტრალიამ და ეს მას, მესამე პოზიციის დაკარგვად დაუჯდა. “კენგურუებს” ინგლისელებმა მცირედით გადაასწრეს და მესამე ადგილზე თავად აღზევდნენ, ხოლო ავსტრალია მეოთხე საფეხურამდე დაეშვა.

ოთხი ერის მეორე მატჩში, სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 73:13 გაანადგურა, მაგრამ ეს მის რეიტინგზე არ აისახა, რადგან თამაშამდე, მეტოქეს რვა ადგილითა და 10,36 სარეიტინგო ქულით უსწრებდა. ამრიგად, ახლა აფრიკელები ზელანდიელებს 4,52 ქულით ჩამორჩებიან.

კიდევ ერთი ცვლილება საქართველოს ნაკრების სიახლოვეს მოხდა. ინგლისში გასამართი 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, კანადამ აშშ სტუმრად 27:9 დაამარცხა და გარდა იმისა, რომ ამერიკის პირველი გუნდის სტატუსისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რეიტინგში 1,13 ქულა ჩაიწერა, მე-14 ადგილამდე აღზევდა და იაპონია დააქვეითა. ახლა, “ბორჯღალოსანთა” წინ სწორედ იაპონიაა, რომელსაც 71,98 ქულა აქვს და საქართველოს 4,32 ქულით უსწრებს. მიუხედავად სარეიტინგო ქულების დაკარგვისა, “არწივები” მე-18 ადგილზე რჩებიან.

უახლოესი სარეიტინგო ცვლილებები ერთ კვირაში მოხდება. კანადელები ამერიკელებს მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით განმეორებით მატჩში უმასპინძლებენ, ხოლო ოთხ ერზე მასპინძლები შეიცვლებიან და ახალი ზელანდია ავსტრალიას მიიღებს, ხოლო სამხრეთ აფრიკა არგენტინას სამხრეთ ამერიკაში ჩააკითხავს.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 19 აგვისტოსთვის

1      (1). ახალი ზელანდია       91,55

2      (2). სამხრეთ აფრიკა       87,03

3      (4). ინგლისი 85,76

4      (3). ავსტრალია      85,41

5      (5). საფრანგეთი     81,59

6      (6). უელსი    81,36

7      (7). სამოა    80,42

8      (8). ირლანდია       79,58

9      (9). შოტლანდია     76,95

10    (10). არგენტინა      76,67

11    (11). ტონგა   74,77

12    (12). იტალია 74,17

13    (13). ფიჯი     73,56

14    (15). კანადა  72,68

15    (14). იაპონია 71,98

16  (16). საქართველო      67,66

17    (17). რუმინეთი      66,18

18    (18). აშშ      64,91

19    (19). რუსეთი 61,99

20   (20). ესპანეთი       60,44

21    (21). ურუგვაი        59,87

22   (22). პორტუგალია  58,82

23   (23). ნამიბია 58,70

24   (24). კორეა  58,10

25   (25). ბელგია 57,52

26   (26). ჩილე    56,85

27   (27). გერმანია       55,96

28   (28). პოლონეთი     54,95

29   (29). ჰონკონგი      54,56

30   (30). მოლდოვა      53,77

31    (31). კენია            52,78

32   ...

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104814