რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, გასულ შაბათ-კვირას გამართულ თამაშებს, მოწინავე 50 გუნდს შორის ცვლილებები არ გამოუწვევია, მის მიღმა მყოფი ნაკრებების შედეგები კი, ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის უინტერესოა.
მოწინავე ოცეულის გუნდებს შორის სულ სამი თამაში გაიმართა. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე კანადამ, აშშ შინ მცირე სხვაობით, 13:11 დაამარცხა და ინგლისის საგზური გაინაღდა, მაგრამ ეს მის სარეიტინგო მაჩვენებელზე არ ასახულა.
ოთხი ერის მატჩში, რეიტინგლიდერმა ახალმა ზელანდიამ ავსტრალიასთან მატჩის მიწურულს შეცდომა რომ დაუშვა და მეტოქეს ლელოს გატანის საშუალება მისცა, 11 ქულის სხვაობით, 27:16 იმარჯვა და ამიტომ, სარეიტინგო მონაგარს მხოლოდ მეათედი ქულა შემატა. ამდენივე ქულის დაკარგვა არც ავსტრალიის მე-4 პოზიციაზე აისახა. მცირე სხვაობით იმარჯვა სტუმრად სამხრეთ აფრიკამაც, რომელმაც არგენტინას 22:17 სძლია და ამის გამო 0,26 ქულა მიიღო, რითაც “ოლ ბლექსთან” ჩამორჩენა მცირედით შეამცირა. მარცხის მიუხედავად, არგენტინა მე-10 ადგილზე რჩება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 26 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,64
2 (2). სამხრეთ აფრიკა 87,29
3 (3). ინგლისი 85,76
4 (4). ავსტრალია 85,32
5 (5). საფრანგეთი 81,59
6 (6). უელსი 81,36
7 (7). სამოა 80,42
8 (8). ირლანდია 79,58
9 (9). შოტლანდია 76,95
10 (10). არგენტინა 76,41
11 (11). ტონგა 74,77
12 (12). იტალია 74,17
13 (13). ფიჯი 73,56
14 (14). კანადა 72,68
15 (15). იაპონია 71,98
16 (16). საქართველო 67,66
17 (17). რუმინეთი 66,18
18 (18). აშშ 64,91
19 (19). რუსეთი 61,99
20 (20). ესპანეთი 60,44
21 (21). ურუგვაი 59,87
22 (22). პორტუგალია 58,82
23 (23). ნამიბია 58,70
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ბელგია 57,52
26 (26). ჩილე 56,85
27 (27). გერმანია 55,96
28 (28). პოლონეთი 54,95
29 (29). ჰონკონგი 54,56
30 (30). მოლდოვა 53,77
31 (31). კენია 52,78
32 (32). ზიმბაბვე 52,63
33 ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია