ამბები

15:25 | 27.08.2013 | ნანახია 3131 - ჯერ

ბრეგვაძე 45 დღე იუქმებს

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტულუზას” პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე ვარჯიშს დაახლოებით თვენახევარში გააგრძელებს.

განმეორებითმა გამოკვლევამ 26 წლის მორაგბეს აპოფიზის (ძვლის წანაზარდი, რომელზეც მყესია დამაგრებული) სამმაგი მოტეხილობა დაუდგინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი ჰუკერი მინიმუმ 45 დღე იუქმებს.

ჯაბა ბრეგვაძის შემცვლელად, ტულუზელები სამედიცინო ჯოკერის აყვანას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ბრეგვაძე “ბაიონთან” 40:3 მოგებულ მატჩში დაშავდა, როდესაც მას მეტოქემ ზურგში მუხლი ჩაარტყა. ამავე თამაშის მეორე წუთზე დაშავდა ბურჯი ვასილ კაკოვინი. მან მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084737